"რუბინმა" ესპანურ შეკრებაზე საბა კვირკველიაც წაიყვანა

AutoSharing Option
დღეს, 16 იანვარს, ყაზანის "რუბინი" ესპანეთის ქალაქ მალაგაში გაემგზავრა. იქიდან კლუბი ავტობუსით სოტოგრანდში გადავა, სადაც ზამთრის პირველ შეკრებას გაივლის.

ესპანეთში კლუბმა 27 ფეხბურთელი წაიყვანა და მათ შორის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი საბა კვირკველიაც. აღსანიშნავია, რომ ყაზანელებს შეკრებაზე ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი გიორგი მახათაძეც გაჰყვა.

კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, შეკრება 26 იანვრამდე გასტანს და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი საკონტროლო მატჩია დაგეგმილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული