- რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის თელ-ავივის "მაკაბიში" მუშაობა?
- ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. რამდენიმე თვე უასისტენტოდ ვიმუშავე, რაც არ იყო იოლი, მათ შორის იყო მატჩები ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. საბედნიეროდ, ეს პერიოდი წარმატებული გამოდგა. შემდეგ ვითამაშეთ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე, რაც დიდი მიღწევაა, სადაც მესამე ადგილით დავასრულეთ ასპარეზობა.
- რატომ ვერ შეძლო გუნდმა სტაბილურად კარგად თამაში?
- ნოემბრის ბოლომდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, შემდეგ წავაგეთ ორ უშუალო კონკურენტთან, ეს
- როგორ შეაფასებთ სატრანსფერო გადაწყვეტილებებს?
- ჩემი ინიციატივით დავიმატეთ ოსკარ სკარიონე, რომელიც ფანტასტიკური იყო, სანამ ტრავმას მიიღებდა. წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. ზოგი გუნდი სეზონში არ მართავს 36 მატჩს და ჩვენ ამ რიცხვს უკვე დეკემბერში მივაღწიეთ. იყო კიდევ შორეული გადაფრენები ირლანდიაში, რუსეთში, ყაზახეთში...
- რას იტყვით "მაკაბის" ფანების შესახებ?
- "მაკაბის" ფანები ერთდროულად აგრესიულები და ინტელექტუალები არიან. ყველა მათგანს აერთიანებს შემტევი ფეხბურთის სიყვარული.
- რა განწყობით ტოვებთ ისრაელს?
- ისრაელი შესანიშნავი, თბილი და ძალიან ლამაზი ქვეყანაა. აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა ისტორია, განსაკუთრებით, იერუსალიმში. ხალხიც ქვეყანასავით თბილია. აქ ბევრი რამ ვისწავლე, რომელიც ცხოვრებაში აუცილებლად გამომადგება.
- რა საერთო აქვთ ისრაელსა და საქართველოს?
- ისტორიულად ბევრი საერთო გვაქვს. ისინი კვლავ იმ ლეგენდის მიხედვით ცხოვრობენ, რომ ისრაელი უნდა გადარჩეს, განვითარდეს და ძლიერი ქვეყანა გახდეს.