აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველ სიმბოლურ გუნდში არნემის "ვიტესის" ქართველი კაპიტანი გურამ კაშიაც მოხვდა. კაშიამ შეფასებად 7 მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ერედივიზიეს მორიგ ტურში კაშიას "ვიტესმა" "ტვენტეს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. 26 ქულით არნემელები სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე არიან.