Ad.nl-მა გურამ კაშია მე-18 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

AutoSharing Option
ჰოლანდიურმა საიტმა Ad.nl-მა ჰოლანდიის ერედივიზიეს მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველ სიმბოლურ გუნდში არნემის "ვიტესის" ქართველი კაპიტანი გურამ კაშიაც მოხვდა. კაშიამ შეფასებად 7 მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ერედივიზიეს მორიგ ტურში კაშიას "ვიტესმა" "ტვენტეს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. 26 ქულით არნემელები სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე არიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული