ლეგიონი: გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში პენალტი მოიგერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიურ პრიმეირაში მოგერიებული პენალტით გამოირჩა "მორიერენშეს" ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე.

20 იანვარს გამართულ მე-18 ტურის შეხვედრაში "მორიერენშე" სტუმრად "პასუშ დე ფერეირას" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

სტუმართა ქართველმა მეკარემ მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, 67-ე წუთზე კი 11-მეტრიანი ნიშნულიდან პედრუ მორეირას გამოუცნო დარტყმის მიმართულება და ანგარიშის შემცირების საშუალება არ მისცა.

მაკარიძის გუნდმა ამ გამარჯვებით 17 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ამჟამად მე-13 პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძველ ზესტაფონს ამოეტენა ის ვინც ამოსატენი იყო, თუნდავ ევროპა ლიგის შესარჩევში!.. მაგრამ რატომღაც ვერ ამოტენა და აქეთ არაერთხელ ამოტენეს... პორტუგალია არის კლასიკური "საშუალო ევროპული დონე" და ბევრი ქართველი გვყავს საშუალო ევროპულ დონეზე რომ თამაშობდეს სტაბილურად??

პ.ს. ლორიაც კარგი ბიჭია და წესით რუსეთში არ უუნდა თამაშობდეს...

namdvili zaza (gios)
21 იანვარი 2017 21:44
0
გიო რეებს ამბობ ვინ ამოტენიდა?.. ამათი შენელებული კადრები უფრო სწრაფია ვიდრე ჩვენ ჩემპიონატში გაქცეული ფეხბურთელი...
ძალიან კარგ ჩემპიონატშია და ძალიან კარგ ფორმაშია ასევე. რატო არ ეძახიან ამ ბიჭს ნაკრებში, რას ერჩიან, ნაციონალია ტუ ოცნება არ შემოხაზა პროსტა?...
irakli Apkhaidze
21 იანვარი 2017 21:36
0
ეტყობა ვაკე-საბურთალოში არავინ ყავს ნათესავი და სხვაგვარად ნაკრებში როგორ მოხვდება.
.........
21 იანვარი 2017 19:09
0
ისე ჩემი აზრით დროა მაკარიძე გახდეს პირველი მეკარე ნაკრების. გაცილებით ძლიერ ჩემპიონატში თამაშობს ვიდრე ლორია.
kika
21 იანვარი 2017 19:05
0
მემგონი პირველი მეკარე ეს უნდა იყოს ნაკლრებში, რევიშვილი უთამშებელია, ლორია და მაკარიზე ორივე სტაბილურად თამაშობენ, მაგრამ პორტუგალიის ჩემიპონატი მაინც უფრო ძლიერი მგონია ვიდრე რუსეთის. მაკარიძეც უფრო სტაბიულურია ვიდრე ლორია.
dato
21 იანვარი 2017 16:58
0
იტალიის ჩეემპი დაბალი ტემპია არაა დასწრება მიმოხილვიდან დასკვნების გაკეთება რთულია მე ვუყურე მატჩს მორეირენსესი გიმარაეშთან მაგარი თამაში იყო
მინდია
21 იანვარი 2017 13:48
0
გიო სუსტი გუნდია მორეირენსე და მასთან საგულშემატკივროდ ბევრი ხალხი არ მოვიდა ფერეირას მატჩზე. ეს დონით მეექვსე ჩემპია მსოფლიოში და მაკარიძეც უკეთეს გუნდში გადავა იმედია
გიოს
21 იანვარი 2017 13:45
0
დასწრება აქვთ იცოცხლე, ხაშურის ივერიას შეშურდება. ან რა ტემპია ან რა შეცდომებს უშვებენ, ჭ კლასია სუფთა. ძველი ზესტაფონი ამ ორივე გუნდს ამოტენიდა!
გიო
21 იანვარი 2017 12:41
0
რატომ არ იძახებენ მაკარიხეს ნაკრებში?
rezi
21 იანვარი 2017 12:37
0
სასწრაფოდ ნაკრებში ! ლორიას კონკურენტი სჭირდება თორემ გაბლატავდა უკვე
ვაი ჩვენს თავს
21 იანვარი 2017 12:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული