ლეგიონი: გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში პენალტი მოიგერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიურ პრიმეირაში მოგერიებული პენალტით გამოირჩა "მორიერენშეს" ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე.

20 იანვარს გამართულ მე-18 ტურის შეხვედრაში "მორიერენშე" სტუმრად "პასუშ დე ფერეირას" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

სტუმართა ქართველმა მეკარემ მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, 67-ე წუთზე კი 11-მეტრიანი ნიშნულიდან პედრუ მორეირას გამოუცნო დარტყმის მიმართულება და ანგარიშის შემცირების საშუალება არ მისცა.

მაკარიძის გუნდმა ამ გამარჯვებით 17 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ამჟამად მე-13 პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძველ ზესტაფონს ამოეტენა ის ვინც ამოსატენი იყო, თუნდავ ევროპა ლიგის შესარჩევში!.. მაგრამ რატომღაც ვერ ამოტენა და აქეთ არაერთხელ ამოტენეს... პორტუგალია არის კლასიკური "საშუალო ევროპული დონე" და ბევრი ქართველი გვყავს საშუალო ევროპულ დონეზე რომ თამაშობდეს სტაბილურად??

პ.ს. ლორიაც კარგი ბიჭია და წესით რუსეთში არ უუნდა თამაშობდეს...

namdvili zaza (gios)
21:44 21-01-2017
0
გიო რეებს ამბობ ვინ ამოტენიდა?.. ამათი შენელებული კადრები უფრო სწრაფია ვიდრე ჩვენ ჩემპიონატში გაქცეული ფეხბურთელი...
ძალიან კარგ ჩემპიონატშია და ძალიან კარგ ფორმაშია ასევე. რატო არ ეძახიან ამ ბიჭს ნაკრებში, რას ერჩიან, ნაციონალია ტუ ოცნება არ შემოხაზა პროსტა?...
irakli Apkhaidze
21:36 21-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული