ლეგიონი: გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში პენალტი მოიგერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიურ პრიმეირაში მოგერიებული პენალტით გამოირჩა "მორიერენშეს" ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე.

20 იანვარს გამართულ მე-18 ტურის შეხვედრაში "მორიერენშე" სტუმრად "პასუშ დე ფერეირას" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

სტუმართა ქართველმა მეკარემ მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, 67-ე წუთზე კი 11-მეტრიანი ნიშნულიდან პედრუ მორეირას გამოუცნო დარტყმის მიმართულება და ანგარიშის შემცირების საშუალება არ მისცა.

მაკარიძის გუნდმა ამ გამარჯვებით 17 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ამჟამად მე-13 პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
სასწრაფოდ ნაკრებში ! ლორიას კონკურენტი სჭირდება თორემ გაბლატავდა უკვე
ვაი ჩვენს თავს
12:36 21-01-2017
0
რატომ არ იძახებენ მაკარიხეს ნაკრებში?
rezi
12:37 21-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული