ლექსო ყაულაშვილი "მიდი ოლიმპიკმა" მე-17 ტურის სიმბოლურში შეიყვანა

AutoSharing Option
ფრანგულმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" "ლა როშელის" ქართველი მორაგბე ლექსო ყაულაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტური, პირველი დიზიონის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

ბოლო ტურში "ლა როშელმა", ბევრისთვის მოულოდნელად, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი "ტულონი" სტუმრად ანგარიშით 23:20 დაამარცხა და ჩემპიონატს სათავეში მოექცა.

- რაგბი. ლეგიონი: ბექა გორგაძის ლელო და სინბინი [VIDEO]

"ლა როშელის" წარმატებაში თავისი წვლილი ქართველ შერკინების ბურჯსაც მიუძღვის, რომელმაც "ტულონის" წინააღმდეგ ძირითადში ითამაშა და 57-ე წუთზე შეცვალეს.

სიმბოლური ნაკრები
15. ტობი არნო (ლიონი). 14. ჰორაციო აგუჯა (კასტრი), 13. ჟულიენ ფუმა
(პო), 12. კრის ფარელი (გრენობლი), 11. ვინსან რატე (ლა როშელი), 10. ვილი დუ პლესი (ბაიონი), 9. ანტუან დუპონი (კასტრი). 1. ალბერტუს ბაკლი (ლიონი), 2. არნო ეგი (გრენობლი), 3. ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი), 4. სიტალეკი ტიმანი (კლერმონი), 5. პაულ ვილემსე (მონპელიე), 6. ენტონი ჟელონში (კასტრი), 7. სტეფონ არმითეჯი (პო), 8. რორი გრაისი (გრენობლი).
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარია რო ახალი ქართული სახეები ჩნდებიან ელიტის სიმბოლურში, რომლების ყველა მორკინალია. იგივეს ვუსურვებ ბექებსაც!
irakli apkhaidze
13:43 31-01-2017
0

სიახლეები პოპულარული