ბუდუ ზივზივაძე: კლუბში ისე კარგად დამხვდნენ, თითქოს აქამდეც მიცნობდნენ

AutoSharing Option
ფოტოზე: ბუდუ ზივზივაძე და ოთარ კაკაბაძე უკვე თანაგუნდელები არიან
საქართველოს გარდამავალი საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, "სამტრედიის" ყოფილი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე კარიერას დანიურ "ესბიერგში" გააგრძელებს. ზივზივაძემ დანიურ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

- ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე კარიერას დანიურ კლუბში გააგრძელებს

ზივზივაძის ტრანსფერზე ბევრი იწერებოდა და თავად ფეხბურთელიც ადასტურებდა, რომ პოლონური და პორტუგალიური კლუბებიდან ჰქონდა შემოთავაზებები, თუმცა, საბოლოოდ, დანიას მიაშურა და დღესდღეობით გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფ "ესბიერგში" ჩაირიცხა.

თუ რატომ აირჩია ეს კლუბი, როგორ დახვდნენ კლუბში და როგორ იმედებს ამყარებენ მასზე, ამაზე ზივზივაძემ
Sportall.ge-სთან ისაუბრა.

- როგორც ვიცით, სხვა კლუბებიდანაც გქონდა შემოთავაზებები... რატომ "ესბიერგი"?
- კი, 2-3 შემოთავაზება ნამდვილად მქონდა, თუმცა ყველაზე მეტად ამ ვარიანტმა მომხიბლა. ვფიქრობ, დანიის სუპერლიგა საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატია და აქ თამაში ფეხბურთელის განვითარებისთვის ძალიან კარგია.

- კლუბის მიზანი ალბათ სუპერლიგაში დარჩენაა...
- გასავარდნ ზონასთან ახლოს ვიმყოფებით და ცხადია, მიზანი სუპერლიგაში დარჩენა იქნება, რაც, ჩემი გადმოსახედიდან, სავსებით რეალურია. კარგი გუნდი ვართ და ადგილის შენარჩუნებას აუცილებლად შევძლებთ.

- გულშემატკივართა გარკვეულმა რაოდენობამ შენი ტრანსფერი უარყოფითად შეაფასა. ელოდი ასეთ გამოხმაურებას?
- ქართველებს ყოველთვის გვსურს, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა მაღალი დონის გუნდებში ითამაშონ... მაგრამ სამწუხაროდ, ამ დონეზე ჯერ არ ვართ. ამიტომ მიმაჩნია, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვვითარდეთ და აუცილებლად მოვა დრო, როცა ქართველებიც ითამაშებენ მაღალი დონის კლუბებში.

პირადად მე დანიის სუპერლიგაში თამაში განვითარებაში დამეხმარება, რის შემდეგაც უკვე შემეძლება ტოპ-ჩემპიონატებზე ფიქრი.

- კლუბის ხელმძღვანელობას შენს როლზე ალბათ გაესაუბრებოდი. ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრები?
- კი, მქონდა საუბარი და ძირითადის ფეხბურთელად განმიხილავენ. ზოგადად კი, გუნდში მაღალი კონკურენციაა და ეს კარგია, უფრო მაძლიერებს.

- კლუბში როგორ დაგხვდნენ, ივარჯიშე უკვე გუნდთან ერთად?
- გუშინ გუნდთან ერთად მსუბუქად ვივარჯიშე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კლუბში ისე კარგად დამხვდნენ, რომ შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს აქამდეც მიცნობდნენ. საკმაოდ მეგობრული გუნდი ჩანს და ეს წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.

- კლუბში ოთარ კაკაბაძეც დაგხვდა...
- კაკაბაძე ჩემი მეგობარია, ერთად არაერთხელ გვითამაშია და ვფიქრობ, ადაპტაციის გავლაში ის ძალიან დამეხმარება. ოთო ნამდვილად პროფესიონალი ფეხბურთელია და კარგია, რომ მასთან ერთად გავიზრდები.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ბუდუ მეტი არაა ჩემი მტერი რამე კაი გამოვიდეს მაგ საქმიდან ჯერ გავარდებით მერე დუბლებში მოგიწევს ყოფნა სამტრედიული კლიმატის შემდეგშენ მაქ ერთი წელი მარტო შეგუება გაგიჭირედება ნეტა ვცდებოდა სამტრედიასაც დააკლდი და მაქც ვერაფერი ხეირი იქნება შენი ყოფნა,
samtredia
15:37 01-02-2017
0
ბუდუ მეტი არაა ჩემი მტერი რამე კაი გამოვიდეს მაგ საქმიდან ჯერ გავარდებით მერე დუბლებში მოგიწევს ყოფნა სამტრედიული კლიმატის შემდეგშენ მაქ ერთი წელი მარტო შეგუება გაგიჭირედება ნეტა ვცდებოდა სამტრედიასაც დააკლდი და მაქც ვერაფერი ხეირი იქნება შენი ყოფნა,
samtredia
15:37 01-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული