ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე კარიერას დანიურ კლუბში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს გარდამავალი საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, "სამტრედიას" ყოფილი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე კარიერას დანიურ "ესბიერგში" გააგრძელებს.

აღნიშნული ინფორმაცია დანიური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. ზივზივაძემ დანიურ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"მიუხედავად იმისა, რომ ზივზივაძე ამპლუით ცენტრალური ფორვარდია, მას მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაშია. ის სწრაფი, ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც კარგი მარცხენა აქვს", - განაცხადა "ესბიერგის" სპორტულმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ "ესბიერგში" ოთარ კაკაბაძეც თამაშობს. კლუბისს ოფიციალური საიტის ცნობით, ზივზივაძე და კაკაბაძე ერთ ოთახში იცხოვრებენ.

19 ქულით "ესბიერგი" 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ბომბარდირი არ უნდა მიდიოდეს აუთსაიდერ გუნდში და თან ასეთი საშუალო დონის ჩემპიონატში როგორიც დანის ჩემპიონატია,მაგრამ სამწუხაროდ დღეს დღეისობით საქართველოს ჩემპიონატი იმდენად დაბალ დონეზეა და იმდენად არის ქართული ფეხბურთს იმიჯი შელახული ,რომ ასეთი გუნდებიც კი რომ ინტერესდებიან ქართველი ფეხბურთელებით ეგეც კარგია სანამ საქართველოს ჩემპიონათს დონე არ მოიმატებს იქამდე სუ ესე იქნება მეც მინდა რომ ქართველი ფეხბურთელები მიდიოდნე ლალიგაში პრემიერ ლიგაში სერიაA ში და ამ დონის ჩემპიონატებში მაგრამ სამწუხაროდ დღეს დღეისობით არაა ის დონე აქ რასაც ის გუნდები ითხოვენ წარმატებებს ვუსურვებ ბუდუს და თუ მოახერხებს და დანიაშიც ისევე ითამაშებს როგორც აქ მაშინ ნამდვილად გადავა მაღალი დონის ჩემპიონატში და უფრო მეტად მაღალი დონის გუნდში.
giorgi
11:32 30-01-2017
0
პირველ რიგში წარმატებები ვუსურვოთ ბუდუს. სამწუხაროა, რომ მან სამტრედია დატოვა მაგრამ რას ვიზამთ ესაა ჩვენი მწარე რეალობა საქართველოს ჩემპიონი გუნდის წამყვანი ფეხბურთელი სათამაშოდ მიდის დანიის აუტსაიდერ გუნდში. ხოლო ისინი ვინც ბრაზით რატომ წავიდა და გუნდს ლიგაზე რატო არ დაეხმაროს ეს პრეტენზიები კლუბის ხელმძღვანელობას უნდა უთხრათ, გაეფორმებინათ გრძელვადიანი კონტრაქტი და ვერ წავიდოდა ასე იოლად ან თუ წავიდოდა კლუბი ფინანსურად მაინც ისე იღებდა.
სამტრედიელი
10:25 30-01-2017
0

სიახლეები პოპულარული