ბუდუ ზივზივაძე: კლუბში ისე კარგად დამხვდნენ, თითქოს აქამდეც მიცნობდნენ

AutoSharing Option
ფოტოზე: ბუდუ ზივზივაძე და ოთარ კაკაბაძე უკვე თანაგუნდელები არიან
საქართველოს გარდამავალი საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, "სამტრედიის" ყოფილი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე კარიერას დანიურ "ესბიერგში" გააგრძელებს. ზივზივაძემ დანიურ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

- ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე კარიერას დანიურ კლუბში გააგრძელებს

ზივზივაძის ტრანსფერზე ბევრი იწერებოდა და თავად ფეხბურთელიც ადასტურებდა, რომ პოლონური და პორტუგალიური კლუბებიდან ჰქონდა შემოთავაზებები, თუმცა, საბოლოოდ, დანიას მიაშურა და დღესდღეობით გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფ "ესბიერგში" ჩაირიცხა.

თუ რატომ აირჩია ეს კლუბი, როგორ დახვდნენ კლუბში და როგორ იმედებს ამყარებენ მასზე, ამაზე ზივზივაძემ
Sportall.ge-სთან ისაუბრა.

- როგორც ვიცით, სხვა კლუბებიდანაც გქონდა შემოთავაზებები... რატომ "ესბიერგი"?
- კი, 2-3 შემოთავაზება ნამდვილად მქონდა, თუმცა ყველაზე მეტად ამ ვარიანტმა მომხიბლა. ვფიქრობ, დანიის სუპერლიგა საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატია და აქ თამაში ფეხბურთელის განვითარებისთვის ძალიან კარგია.

- კლუბის მიზანი ალბათ სუპერლიგაში დარჩენაა...
- გასავარდნ ზონასთან ახლოს ვიმყოფებით და ცხადია, მიზანი სუპერლიგაში დარჩენა იქნება, რაც, ჩემი გადმოსახედიდან, სავსებით რეალურია. კარგი გუნდი ვართ და ადგილის შენარჩუნებას აუცილებლად შევძლებთ.

- გულშემატკივართა გარკვეულმა რაოდენობამ შენი ტრანსფერი უარყოფითად შეაფასა. ელოდი ასეთ გამოხმაურებას?
- ქართველებს ყოველთვის გვსურს, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა მაღალი დონის გუნდებში ითამაშონ... მაგრამ სამწუხაროდ, ამ დონეზე ჯერ არ ვართ. ამიტომ მიმაჩნია, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვვითარდეთ და აუცილებლად მოვა დრო, როცა ქართველებიც ითამაშებენ მაღალი დონის კლუბებში.

პირადად მე დანიის სუპერლიგაში თამაში განვითარებაში დამეხმარება, რის შემდეგაც უკვე შემეძლება ტოპ-ჩემპიონატებზე ფიქრი.

- კლუბის ხელმძღვანელობას შენს როლზე ალბათ გაესაუბრებოდი. ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრები?
- კი, მქონდა საუბარი და ძირითადის ფეხბურთელად განმიხილავენ. ზოგადად კი, გუნდში მაღალი კონკურენციაა და ეს კარგია, უფრო მაძლიერებს.

- კლუბში როგორ დაგხვდნენ, ივარჯიშე უკვე გუნდთან ერთად?
- გუშინ გუნდთან ერთად მსუბუქად ვივარჯიშე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კლუბში ისე კარგად დამხვდნენ, რომ შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს აქამდეც მიცნობდნენ. საკმაოდ მეგობრული გუნდი ჩანს და ეს წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.

- კლუბში ოთარ კაკაბაძეც დაგხვდა...
- კაკაბაძე ჩემი მეგობარია, ერთად არაერთხელ გვითამაშია და ვფიქრობ, ადაპტაციის გავლაში ის ძალიან დამეხმარება. ოთო ნამდვილად პროფესიონალი ფეხბურთელია და კარგია, რომ მასთან ერთად გავიზრდები.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ბუდუ მეტი არაა ჩემი მტერი რამე კაი გამოვიდეს მაგ საქმიდან ჯერ გავარდებით მერე დუბლებში მოგიწევს ყოფნა სამტრედიული კლიმატის შემდეგშენ მაქ ერთი წელი მარტო შეგუება გაგიჭირედება ნეტა ვცდებოდა სამტრედიასაც დააკლდი და მაქც ვერაფერი ხეირი იქნება შენი ყოფნა,
samtredia
01 თებერვალი 2017 15:37
0
ბუდუ მეტი არაა ჩემი მტერი რამე კაი გამოვიდეს მაგ საქმიდან ჯერ გავარდებით მერე დუბლებში მოგიწევს ყოფნა სამტრედიული კლიმატის შემდეგშენ მაქ ერთი წელი მარტო შეგუება გაგიჭირედება ნეტა ვცდებოდა სამტრედიასაც დააკლდი და მაქც ვერაფერი ხეირი იქნება შენი ყოფნა,
samtredia
01 თებერვალი 2017 15:37
0
საქართველო! ქვეყანა სადაც ბარში დაჯდომა გულავს ნიშნავს! :D ეს საქართველოშია გულავი და ბარებში მარტო ვითომ სვეტები რო დადიან თორე ევროპაში ბარში საუზმობენ,საღამოს მიდიან მეგობრების სანახავად,ლუდის დასალევად,და ისეთი პასებიც არ არის როგორიც ჩვენთან ლუდი 10 ლარი რო ღირს. კულტურაა ასეთი. შეადარეს სამტრედია და დანიური ესბიერგი!!! კარგით რა! დანიაშია კოპენჰაგენი,ბრონდბი,კარგად ითამაშებს დაინტერესდება რომელიმე,მეტი გასაქანია იქიდან.მთავარია არ გაჩერდეს ფსიქოლოგიურად!
luk
01 თებერვალი 2017 12:58
0
დანის ჩემპიონატი არაა მაღალი დონის მაგრამ საქართველოს ჩემპიონატს ჯობია ბევრად დონითაც და ფინანსურადაც და რაც არ უნდა იყოს ევროპაა და იქ უფრო მეტი პერსპექტივა აქვს სამომავლოდ ვიდრე აქ დაეხმარა სამტრედიას ჩემპიონობაში ითამაშა ორი სეზონი თუ სამი მადლობის მეტი რა გეთქმით ხალხო ამ ბიჭისთვის 22 წლის ბიჭია და წავიდა ევროპაში რო გაიზარდოს და დონე აიმაღლოს და წარმატებები ვუსურვოთ ამ კაცს
giorgi
01 თებერვალი 2017 01:42
0
ახალგაზრდა ბიჭია წავიდეს ნახოს ქვეყანა,რომ დარჩენილიყო მერე შეიძლება ენანა შანსი მქონდა და არ გამოვიყენეო,ისე ყველა ისეთ გუნდში თამაშობს რა დონის ფეხბურთელიცაა,ნურავის ეგონება რომ ვიღაცას ვერ ამჩნევენ ან ვერ აფასებენ,მიკროსკოპებით აკვირდებია ფეხბურთელებს.
CHEROELI
31 იანვარი 2017 20:04
0
კობა ბარნაბიშვილს. სრული ჯეშმარიტებაა
კახა ქირია
31 იანვარი 2017 19:36
0
რას ამადლით ამ ბიჭს თქვენთან გადმოსვლას.რომ არა ცეცაძე და ეს ბიჭები ჩემპიონობას ეღირსებოდით?კიდე კაი ეს ბიჭები რომ მოვიდნენ ცეცაძესთან ერთად,თორე ოცნებად დაგრჩებოდათ ჩემპიონობა..))))))
samtrediel qomagebs
31 იანვარი 2017 18:08
0
სად დანია და სად საქართველოო.10 ჯერ მეტად ითქმის ესბიერგის და სამტრედიის კონტრასტზე
ესბიერგი როგორც ქალაქი არ გაინტერესებთ? შედით ამ ლინკზე და შეადარეთ მერე სამტრედიას :)

http://www.galenfrysinger.com/denmark_esbjerg.htm

http://www.panoramio.com/photo/16145199

სტადიონი შევადაროთ ხელოვნურ საფარს? კი ბატონო

http://efb.dk/traengsel_paa_gl_vardevej_foer_og_efter_fodboldbraget

გულშემატკივრები ცივებიო და დაგუგლეთ და ნახავთ ვინაა ცივი. თუმცა სამტრედიაშიც საქართველოს პირობებზე კარგი გულშემატკივრობა იცით, მაგრამ ევროპელებს მაგაში ჯერ ვერ შევეჯიბრებით.
CE
31 იანვარი 2017 18:02
0
წავიდა იქ, სადაც უკეტესი პირობები შესთავაზეს და ძირითადში თამაშის მეტი შესძლებლობა... რა არის ამაში საკვირველი. თუ მოინდომებს, ნაკრებსაც გამოადგება და უკეთეს გუნდშიც მოხვდება. წარმატებები მინდა ვუსურვო!!!
tngh
31 იანვარი 2017 17:49
0
ეს გინდოდა შენ ბუდუ ბარში მომჯდარხარ უკვე აბა სამტრედიაში სად იყო ბარი და გულავი. ისე ნურავის ეწვის სამტრედილების გარდა ჩვენ შევქენით ზივზივა თუ არ გჯერათ კითხეთ ყველასგან მივიწყებული იყო გული გვწყდება უბრალო არაფერში გაგვცვალა მარტო ესბიერგი არი ალბათ როგორც ქალაქი უკეთესი.
balehiki samtredidan
31 იანვარი 2017 17:14
0

სიახლეები პოპულარული