მაშ ასე, თქვენ წინაშეა 7 ფეხბურთელი, რომელთაც, ჩვენი აზრით, ლეგიონერთა შორის ყველაზე მეტად გამოიჩინეს თავი იანვარში და არჩევანი თქვენთვის მოგვინდვია
ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)
26 წლის. 4 თამაში, 2 გოლი
"ემპოლის" ქართველი ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია, მან ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა. იანვარში 4 მატჩი ითამაშა და 2 გოლი შეაგდო "უდინეზესთან" და "კროტონესთან". "სამპდორიასთანაც" რომ გაეტანა პენალტი...
გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია)
26 წლის. 6 თამაში, -4 გოლი
"მორეირენშეს" გოლკიპერს სუპერთვე
გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია)
29 წლის. 4 თამაში, 1 გოლი, 2 პასი
"ვიტესის" ქართველ კაპიტანსაც ნაყოფიერი თვე ჰქონდა - კაშიამ ჯერ "ტვენტესთან" 3:1 მოგებულ შეხვედრაში საგოლე პასი მიითვალა (ტურის სიმბოლურში მოხვდა), შემდეგ იყო 1:1 "გრონინგენთან" და სათასო ბატალია "ფეიენოორდთან", ქართველის გუნდმა 2:0 იმარჯვა და ჰოლანდიური გრანდი გააგდო, ერთი გოლი კი სწორედ გურამმა გაიტანა. ამის მერე ჩემპიონატში "ვიტესმა" "ალკმაარი" დაამარცხა - 2:1, კაშიამ კვლავ საგოლე პასი მიითვალა, თუმცა მის პასივში ავტოგოლიცაა.
ნიკა კაჭარავა (ახნასი, კვიპროსი)
23 წლის. 5 თამაში, 2 გოლი, 1 პასი
ფორვარდმა თვე შესანიშნავად დაიწყო, "ომონიასთან" მატჩში (2:3) გოლი გაიტანა, შემდეგ "ერმისთან" 3:1 მოგებულ შეხვედრაში საუკეთესო იყო - გოლი და საგოლე პასი მიითვალა. "ომონიასთან" სათასო დაპირისპირება 0:0 მორჩა, საპასუხო 1:1, აქ მას თავი აღარ გამოუჩენია. გოლი არც "დოხასთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში გაუტანია. აი, აპოელ-თან კი სულაც სათადარიგო იყო.
სანდრო კობახიძე (გიოზთეფე, თურქეთი)
29 წლის. 4 თამაში, 1 პასი
კობახიძემ კლუბი შეიცვალა, თუმცა თურქულ "გიოზთეფეშიც" მალევე დაიმკვიდრა თავი, უკვე მესამე შეხვედრაში სასტარტოში გამოჩნდა, მეოთხეში კი გამარჯვების გოლი შექმნა.
ირაკლი შეყილაძე (ტუტოკუოიო, იტალია)
24 წლის. 2 თამაში, 1 გოლი
იტალიის ქვედა ლიგაში სეზონი ცოტა მოგვიანებით განახლდა. ამიტომ შეყილაძემ მხოლოდ ორი მატჩი მოასწრო, თუმცა გოლის გატანა უკვე მოახერხა. ეს მისი მე-8 გოლია სეზონში.
ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი)
30 წლის. 4 თამაში
ნაკრების კაპიტანი, ერთ სათასო დაპირისპირებას თუ არ ჩავთვლით, ყოველთვის "რეიმსის" სასტარტო შემადგენლობაში იყო.
როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ჯერ ყველა ჩემპიონატი არ განახლებულა, ქართველთათვის ურიგო თვე არ ყოფილა.
ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ - ვის მიიჩნევთ იანვრის საუკეთესო ლეგიონერად?
ნაკრებმაც უნდა მიაქციოს ყურადღება.