როგორი იქნება ფეხბურთელის მომავალი? ეს კითხვა თავად ნიკასთვის გვსურდა, დაგვესვა, მაგრამ ვერ დავუკავშირდით და მამას, კახა კაჭარავას ვთხოვეთ კომენტარი:
"ამ ეტაპზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნიკა სეზონის ბოლომდე დარჩეს "ეთნიკოსში". მის მიმართ იყო ინტერესი, მაგრამ ახლა ასე ვამჯობინეთ. საქმე ისაა, რომ ნიკას კარგად წაუვიდა თამაში "ეთნიკოსში", ხშირად გააქვს გოლები, მისი სჯერათ და ეიმედებათ. ბოლო თამაში ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ სერიოზული არაფერია...
უახლოესი თვეების განმავლობაში, ჩვენი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ის "ეთნიკოსში" ითამაშებს, სადაც კარგად იციან მისი შესაძლებლობები. რადგან ჩემი ვაჟია, ზედმეტად არასოდეს შევაქებ, მაგრამ ერთი კი მინდა ვთქვა - მისთვის მთავარია, ფეხბურთი ითამაშოს, ფული არ აინტერესებს, ფეხბურთელი კი თამაშით იზრდება და ეს მან ძალიან კარგად იცის.
სხვანაირად რომ ეფიქრა, დარჩებოდა "როსტოვის" სათადარიგოთა სკამზე", - გვითხრა უფროსმა კაჭარავამ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"