ნიკოლოზ ქუთათელაძე: რუსეთს პატივს ვცემ, მაგრამ საქართველოსთვის უნდა ვითამაშო!

AutoSharing Option
რუსულმა matchtv.ru-მ პსჟ-ის 16-წლამდელთა გუნდის ქართველ ფორვარდ ნიკოლოზ ქუთათელაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ქუთათელაძეს დედა და ბებია რუსი ჰყავს, დიდი ბაბუა ნიკოლაი ლაგუნოვი კი საბჭოთა კავშირის გმირი იყო. ამიტომ ქუთათელაძეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, შეუძლია რუსეთის მოქალაქეობა აიღოს და მომავალში ამ ქვეყნის ნაკრების მაისური მოირგოს.

ინტერვიუს ერთ-ერთ მონაკვეთში ჟურნალისტი სწორედ ამით დაინტერესდა, თანახმა იქნებოდა თუ არა ქუთათელაძე რუსეთის ნაკრებში თამაშზე, თუმცა ფეხბურთელი კატეგორიულ უარზეა. ჩვენც სწორედ ამ მონაკვეთს გთავაზობთ.

"მე თამაში მხოლოდ საქართველოს ნაკრებში მინდა. გასაგებია, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა
ბევრად რთული იქნება, მაგრამ ეგ არაფერი.

ძალიან დიდ პატივს ვცემ რუსეთს, რუს ერს, მაგრამ საქართველოში დავიბადე და მამა ქართველი მყავს. ვთვლი, რომ მომავალში ჩემი ქვეყნისთვის უნდა ვითამაშო", - განაცხადა ქუთათელაძემ.
მკითხველის კომენტარები / 35 /
შენ შემოგევლე, ჯიგარიხარ პატარა ძმაო იმედია ასეთი ბევრი გაგვეზრდება
არჩილი
02 თებერვალი 2017 15:07
0
"რუსი ხალხი დზაან კარგი ხალხია.პოლიტიკაა ბინზური"---ასეტ ზღაპრებს და "ღრუზინობას" შეეშვი butxa.მაგ ხალხი თუ კარგია საუკუნეში ერთხელ მაინც რატომ არ წარმოშვა ნორმალური მთავრობა??? მაგრამ ჭაობიდან ბაყაყზე უკეთესი არ ამოხტება, რაც არ უნდა იძახო ჭაობი კარგია ეს მხოლოდ ბაყაყია ყიყინაო."კოკასა შიგან რაცა სდგას,იგივე წარმოდინდებისო--ხომ გაგიგონია. ამ ბიჭს კი წარმატებებს ვუსურვებ.აფერუმ მის გამზრდელს!
mamulo
02 თებერვალი 2017 12:23
2
იმედია ის ბიჭი ამ კომენტარებს არ კითხულობს სულ გარეკეთ ნაცებმა როგორ შეიძლებაადამიანმა საკუთარ მშობელს პატივი არსცე ეგ არის ნაცების ლოზუნგი ''მოვკლავ დედას მოვკლავ მამას თუკი მიშა მეტყვის ამას''
nemo
02 თებერვალი 2017 09:48
0
დიდი ფეხბურტელი თუ არ გამოვა ამ ბიჭისგან კაცი არის უკვე, რაც მშობლების უდიდესი დამსახურებაა და წარმატებებს ვუსურვებ.
me
02 თებერვალი 2017 11:54
0
მეც დედა მყავს რუსი მეც ვცემ პატივს რუს ხალხს არა პუტინს ეს რა შუაშია პოლიტიკა და ხალხი ერთმანეთან
ალექსადრე
02 თებერვალი 2017 00:21
0
დედა რუსი ჰყავს და დედის ეროვნებას პატივი არ სცეს ხო? შეიძლება მე და შენ არ მოგვწონდეს რუსი. მაგრამ დედის ეროვნებას პატივი როგორ არ უნდა სცე არ მესმის. მაგარი რჩევა მიეცი ეხლა პატარა ბიჭს შენ ნამდვილო "პატრიოტო"
www-s
01 თებერვალი 2017 23:06
0
ნაცის გარდა ვინ მოუწოდებს ადამიანს დედას პატივი არსცეო ისე შენ თუ ნაცი არახარ გულთან რატომ მიგაქვს
zakos
02 თებერვალი 2017 14:54
0
გენაცვალე ნიკა! უფალმა დაგლოცოს!!!...
გაიოზი
02 თებერვალი 2017 14:46
0
გაიხარე !! ა ბიჭო კაციი!!
giorgi
02 თებერვალი 2017 14:04
0
გენაცვალე შენ, ასეთ პატარა ბიჭს ამხელა შეგნება საიდან. წარმატებებს გისურვებ ნიკა , მიხარია კიდევ ერტი ჯიგარი ქართველი კაცი რომ გვეზრდება
lasha19
02 თებერვალი 2017 13:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული