Sportall.ge-ს მკითხველებმა იანვრის საუკეთესო ლეგიონერი გამოავლინეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველებმა იანვრის საუკეთესო ლეგიონერი დაასახელეს.

მკითხველებმა საუკეთესოდ "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე აღიარეს, რომელმაც გამოკითხულთა ხმების 59.8% მიიღო. მეორე ადგილზე "მორეირენშეს" მეკარე გიორგი მაკარიძე გავიდა 34.4%-ით, ხოლო მესამე პოზიცია 4.4%-ით არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ დაიკავა.

მკითხველებს ხმის მიცემა ორი დღის განმავლობაში შეეძლოთ. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 1915-მა ადამიანმა მიიღო.

გამოკითხვის სრული შედეგები:

1. ლევან მჭედლიძე - 1146 ხმა
2. გიორგ მაკარიძე - 620
3. გურამ კაშია - 85
4. ნიკა კაჭარავა - 29
5. ჯაბა კანკავა - 20
6. ირაკლი
შეყილაძე - 8
7. სანდრო კობახიძე - 7
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლუკა სასიხარულო არის რაც უფრო ბევრი კარგი და წარმატებული ფეხბურთელი გვეყოლება, შენ თვითონვე ახსენე კი ტრამვა ცუდია და დატანჯეს, ცოტა მენტალობის პრობლემაც იყო, მოდი ახლა ასე შევხედოთ, ადამიანმა მუხლჩაუხრელად იშრომა წლებია, მიაღწია მართლაც და კარგ დონეს მოიგო პორტუგალიის თასი და ვთქვათ რეალურად, საუკეთესოდ ითამაშა ყველა მატჩი, არ ვუფასებთ ამ ყველაფერს და მართლაც ობიექტურად არ ვიქცევით, შევადაროთ: მჭედლიძემ ი9ვარში გაიტანა 2 გოლი და სამპდორიასთან პენალი ააცილა, მოიგო ერთი თამაში ერთი წააგო ერთი ფრედ დაამთავრა.
მაკარიძემ იანვარში სამი თამაში ჩაატარა საუკეთესოდ და პენალი მოიგერია პორტოს და ბენფიკას მოუგო,ფინალში ბრაგა დაამარცხა. შ ე ა დ ა რ ე
ლუკას
17:07 03-02-2017
0
ობიექტური შეფასება არის. მჭედლიძე იმსახურებს საუკეთესოდ დასახელებას იმის გათვალისწინებით რომ მთელი თავისი კარიერა მძიმე ტრამვებმა გააწვალეს. მიუხედავად ტრავმებისა მან შეძლო საკუთარ თავში რწმენა, ძალიან ბევრი იშრომა და მიაღწია მაღალ საფეხბურთო დონეს. ეს ბევრ ადამიანს არ შეუძლია, მაგრამ მან შეძლო. მარტო ამიტომ არის დასაფასებელი რომ ამდენი ტრავმის შემდეგ ფეხბურთს არათუ თავი დაანება არამედ პირიქით დაამარცხა დემონები და დაიკავა ადგილი იტალიის წამყვან ბომბარდირებს შორის. მაკარიძეც იმსახურებს აღიარებას. მისი დამსახურება აღიარა გამოკითხულთა 34%-მა. წინ არის თებერვალი, მარტი და მთელ მათი საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები. მათ ორივეს შეუძლიათ კიდევ უკეთესად ითამაშონ. გულშემატკივარის სიყვარული, აღიარება და სახელის განთქმა არ დააყოვნებს.
ლუკა
06:26 03-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული