გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე პენალტი აიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და პორტუგალიური "მორეირენშეს" მეკარემ, გიორგი მაკარიძემ, რომელიც ახლახან პორტუგალიის ლიგის თასის გამარჯვებული გახდა, ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში პენალტი მოიგერია.

2 თებერვალს გამართულ მე-19 ტურის შეხვედრაში მაკარიძემ 11-მეტრიანი თავის ყოფილ გუნდს - "ფეირენშეს" აუღო და მასპინძლებს ქულა გადაურჩინა. შეგახსენებთ, რომ "მორეირენშეში" გადასვლამდე გიორგი სწორედ "ფეირენშეს" ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება მატჩს, "მორეირენშე" ანგარიშში პირველ ტაიმში დაწინაურდა, გიორგის კარში 11-მეტრიანი კი 45-ე წუთზე დაინიშნა, მაგრამ ქართველმა გოლკიპერმა მიგელ ფაბიუს დარტყმის მიმართულება გამოუცნო.

ფაბიუმ გათანაბრება მეორე ტაიმში მაინც შეძლო, ოღონდ ბურთი მაკარიძის კარში
რიკოშეტით აღმოჩნდა - საბოლოოდ კი ფრე - 1:1.

"მორეირენშეს" 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.

- ლეგიონი: გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში პენალტი მოიგერია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 16 /
დათო ...  მხედველობაში.გარტყეს რა შუაში იდგა?
lasha
11:32 04-02-2017
0
ეს პენალტი კი არ აიღო გაარტყეს :)
დათო
10:15 03-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული