ივნისამდე სხვაგან - რატომ წამოვიდა "ეთნიკოსიდან" გუგა ფალავანდიშვილი

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ქართველი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი "ტორპედოდან" კვიპროსულ "ეთნიკოსში" გადაბარგდა, ის ახალ კლუბში ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

23 წლის ფეხბურთელმა "ეთნიკოსთან" 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბი მასზე დიდ იმედებსაც ამყარებდა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ კვიპროსელებმა გუგას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოშვებაზე უარი განაცხადეს, თუმცა...

აღმოჩნდა, რომ კლუბს პრობლემები ჰქონდა, რომლის გამოც ფალავანდიშვილის დარეგისტრირება ვერ მოხერხდა. კონკრეტულად რა სახის პრობლემაა და რამდენად მოგვარებადია, ამაზე ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან ისაუბრა.

"ეთნიკოსს" ერთ-ერთი ფეხბურთელის დავალიანება ჰქონდა. ამ ფეხბურთელმა კლუბს უჩივლა და
მალევე გაისტუმრეს დავალიანება, მაგრამ ფიფამ "ეთნიკოსს" ემბარგო დაუწესა, რაც მას ახალი ტრანსფერების განხორციელებას უკრძალავდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ვერ დავრეგისტრირდი.

ვინაიდან კლუბთან კონტრაქტი გაფორმებული მაქვს, ივნისამდე კლუბი მომცემს უფლებას, თავისუფალი აგენტის სტატუსით სხვაგან წავიდე, შემდეგ კი აქ დავბრუნდები და დავრეგისტრირდები. კონკრეტულად სად წავალ, ჯერ არ ვიცი", - გვითხრა ფალავანდიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აი ესეთი გაურკვეველი წარმოშობის კლუბებში რო მიდიან მეტის ღირსები არიან
0
შენ დილადან რო წახვედი მაშინ დაუშვი შეცდომა, იარე ახლა დონკიხოტივით, სასაცილო ისაა თვითონაც რო ჯერავთ ამ ისტორიების,გაჩუმდი და ჩუმად მაინც იყავი შე კაი დედმამიშვილო.ან თკვი რო უთანხმოება გქონდა რა ვიცი მე ათასი რამე შეიძლება კიდე თქვა.
dila
12:51 04-02-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული