არნემელთა ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა, მისმა თანაგუნდელებმა კი ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. 29-ე წუთზე ადნან ტიგადუინი გამოირჩა, აქედა ორ წუთში კი - რიკი ვან ვოლფსვინკელი.
ამ გამარჯვებით "ვიტესმა" 33 ქულა დააგროვა და დროებით მეხუთე პოზიციამდე აღზევდა. მისი გადასწრების შანსი "ალკმაარსა" (32 ქულა) და "უტრეხტს" (31) აქვთ, რომლებსაც თამაში რეზერვში აქვთ.