"დიდი მადლობა კლუბის პრეზიდენტსა და მწრთნელ კრისტი პუსტაის იმისთვის, რომ მენდნენ. მედიაშში ძალიან კარგი დრო გავატარე და ძალიან მიხარია, რომ კვლავ აქ დავბრუნდი.
ყოველთვის ვცდილობდი, კონტაქტები შემენარჩუნებინა ყოფილ გუნდელებთან, "გაზ მეთანის" მატჩებს ვუყურებდი. ჩვენი მიზანი ამ სეზონში პლეი ოფში გასვლა და რაც შეიძლება, მაღალი ადგილის დაკავება იქნება", - განაცხადა პრეზენტაციაზე ჩვენებურმა.
შეგახსენებთ, რომ აკაკი ხუბუტია
დღეს "გაზ მეთანი" "პოლი ტიმიშოარას" სტუმრობს. ქართველის გუნდს 34 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. ფედერაციამ "გაზ მეთანს" 3 ქულა ჩამოაკლო, მის დღევანდელ მეტოქეს კი - 14.