ამის შესახებ "რუსთავის" ოფიციალური Facebook-გვერდი იტყობინება.
"საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ჩვენს გუნდში ითამაშებს. ბოლოს ხუბუტია რუმინულ "ტიმიშოარაში" გამოდიოდა. ის გუნდს გასულ კვირას შეუერთდა და გუნდთან ერთად რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა" - წერია განცხადებაში.
32 წლის მცველს თითქმის მთელი კარიერა უცხოეთში აქვს გატარებული, 2016 წელს კი რამდენიმე მატჩი თბილისის "დინამოს" რიგებში ჩაატარა.
[ლეგიონი გუშინ] აკაკი ხუბუტიას გოლი, გიორგი ჭანტურიას პასი [VIDEO]
აკაკი ხუბუტია რუმინეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ "გაზ მეთანში" დაბრუნდა
მომზადებულია ს.კ "რუსთავის" ოფიციალური Facebook-გვერდის მიხედვით