მოსალოდნელი ტრანსფერი: ლაშა პარუნაშვილი პოლონეთში მიდის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა კარიერა, შესაძლოა, პოლონეთის ექსტრაკლასაში, კერძოდ, პლოცკის "ვისლაში" გააგრძელოს.

როგორც przegladsportowy.pl-ს "ვისლას" პრეზიდენტმა კრუშევსკიმ განუცხადა, პარუნაშვილი ამ დღეებში პოლონეთში ჩავა და მწვრთნელები გადაწყვეტენ, დაიტოვებენ თუ არა მას.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ლაშა პარუნაშვილთან მოლაპარაკებები გავმართეთ. ახლა მის ჩამოსვლას ველით. სამწვრთნელო შტაბს ვარჯიშებზე მისი ხილვა სურს. თუ მათ პარუნაშვილი მოეწონათ, ის ჩვენი ფეხბურთელი გახდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღესდღეობით, "ვისლაში" ნახევარმცველის პრობლემაა. დომინიკ ფურმანს ტრავმა აქვს და ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში მხოლოდ 32 წუთი ითამაშა. ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობს
ივიჩა ვრდოლიაკი. ჯანმრთელნი მხოლოდ მაქსიმილიან როგალსკი და პიტერ ვლასლო არიან.

"ამ პოზიციაზე ფეხბურთელს ვსაჭიროებთ. როგალსკის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აქვს. სეზონის ბოლოს ეწურება კონტრაქტის ვადა ფურმანსაც და არ ვიცი, შევძლებთ თუ არა მის შენარჩუნებას.

ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ. პარუნაშვილი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც შეძლებს აქ განვითარებას. მან იცის, რომ ჩვენთან გიორგი მერებაშვილია, რომელმაც ის ძალიან აქო. პარუნაშვილის ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ ევროპული პასპორტი არ აქვს", - თქვა კრუშევსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი 31 დეკემბერს ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სწორად მოიქეცით რომ აღარ გაუგრძელეთ კონტრაქტი გაახალგაზრდავებას მიაწექით!)) თქვენი გეგმა რომელიც ჩემპიონთა(ევროპის) ლიგაზე გასვლას ისახავს იმ დროისთვის მართლებიხართ ეს ფეხბურთელი ბებერი იქნება, არ გამოგადგებათ)))
svan
17:30 07-02-2017
0

სიახლეები პოპულარული