33 წლის ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა "ვისლასთან" კონტრაქტი გააგრძელა, - იტყობინება პლოცკური კლუბის საიტი.
მერებაშვილმა ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.
გიორგი "ვისლას" ღირსებას 2016 წლის 12 ივლისიდან იცავს. მან 110 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ მაჩვენებლებით ის გუნდის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერია.
"ვისლა" 20 ტურის შემდეგ ექსტრაკლასაზე 30 ქულით მე-8 ადგილზეა, მერებაშვილმა კი მიმდინარე ჩემპიონატის 14 შეხვედრაში ოთხჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.