"ოლეკსანდრიას" მწვრთნელი ჭანტურიშვილზე: პოტენციალი აქვს, მაგრამ ფიზიკურად...

AutoSharing Option
"ოლეკსანდრიას" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმა ვახტანგ ჭანტურიშვილის შესახებ ილაპარაკა.

თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანს შეკრებაზე ახლავს. 23 წლის ჭანტურიშვილი "ოლექსანდრიაში" დამკვიდრებას ლამობს და შეძლებს თუ არა ამას, მიმდინარე შეკრება გაგვცემს პასუხს.

"ჭანტურიშვილს აქვს პოტენციალი, მაგრამ ფიზიკურად ჯერ ბოლომდე არ არის მზად. შეკრების ბოლომდე გავაგრძელებთ ამ ფეხბურთელზე დაკვირვებას და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას", - თქვა შარანმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შოკიც სწორედ ეგ არის,რომ აქ ყველაზე ძლიერი,იქ ყველაზე მოუმზადებელი აღმოჩნდა.
ბუდუ ზივზივაძე ამბობს ინტერვიუში,დუბაიში ნაკრებში მთელი 11 კმ.გავირბინეო.საქართველოში ეს ზღვარია,უკრაინაში კი,ეს სავალდებულო მინიმუმია,ან უფრო ნაკლები.
სოსო
14:06 09-02-2017
0
აქ ყველას ჯობდა ფიზიკაში და იქ რა მოუვიდა:)))
შოკირებული გულშემატკივარი
12:00 09-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული