დანიური "ესბიერგი" კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს იმატებს

AutoSharing Option
დანიურ "ესბიერგში", სადაც ცოტა ხნის წინ ოთარ კაკაბაძე და ბუდუ ზივზივაძე გადავიდნენ, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს - საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი.

23 წლის ფეხბურთელი, რომელსაც თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გასული წლის მიწურულს ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა, დანიის სუპერლიგის კლუბში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს მომავალში გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

როგორც ირკვევა, "ესბიერგში" პარუნაშვილი ტრავმირებული იასპერ იოგენსენის შემცვლელად ესახებათ, რომელმაც ახლახან ოპერაცია გაიკეთა და გუნდს დიდი ხნით ჩამოშორდა.

"ის ამპლუით ნახევარმცველია, რომელსაც ფლანგებზეც შეუძლია თამაში და ცენტრშიც. მას აქვს უდიდესი პოტენციალი,
არის ტექნიკური და საკმაოდ გამოცდილია. მას დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი და მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. 

ლაშას იანვარში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ის კარგად ფლობს ინგლისურს და ძალიან მოტივირებულია, რომ დამკვიდრდეს გუნდში", - აცხადებს "ესბიერგის" ტექნიკური დირექტორი ტედ ვან ლიუვენი.

19 ქულით "ესბიერგი" 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
2 ან 3 ქართველი რომ მოხვდება ერთ კლუბში მაშინვე ბანდა გვახსენდება...
კიკა
15:56 09-02-2017
0
რაღაცას მიაგნეს ჩვენებმა. და თუ ცუდად დამთავრდა, სხვებსაც სახელი გაუფუჭდებათ. საჭიროა ბიჭებმა ეს იცოდნენ. აიღონ, ცქიტიშვილი, კობიაშვილი, იაშკას მაგალითი ფრაიბურგიდან. თვითონაც ივარგებენ, ნაკრებსაც გამოადგებიან და სხვებისთვისაც ხიდი იქნებიან.
haha
15:51 09-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული