ლაშა ჯარიაშვილი: აი, გიორგი ქვილითაიას სწორედ ეს კრიტიკული კითხვა მოეწონა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვენის "რაპიდის" ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" გამარჯვებული ლაშა ჯარიაშვილი თავისი საკლუბო მაისურით დაასაჩუქრა.

- გიორგი ქვილითაიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

Sportall.ge-ზე ქვილითაიასთვის კითხვების დასმა 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართველმა ფორვარდმა დასმული კითხვებიდან საუკეთესოს ავტორი თავად შეარჩია. ვინაიდან ქვილითაია საქართველოში არ იმყოფება, გამარჯვებულს კუთვნილი მაისური რედაქციამ თავად გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ჯარიაშვილმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" უკვე მესამე მაისური მოიგო და ამასთან დაკავშირებით, მას კომენტარის გაკეთებაც ვთხოვეთ.

"ძალიან საინტერესო რუბრიკაა, რადგან გულშემატკივარს ეძლევა საშუალება, პირადად დაეკონტაქტოს რესპონდენტს, თავად
დაუსვას კითხვა და მიიღოს პასუხი.

ამასთანავე, მათგან საჩუქარსაც ვიღებთ, რაც სხვაგან არსად ხდება - მხოლოდ "ფეისბუქით" შეგვიძლია ხოლმე დავეკონტაქტოთ. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან საჭირო რუბრიკაა და ვისურვებდი, მომავალშიც გაგრძელებულიყოს.

თავიდან არ ველოდი, რომ რუბრიკის გამარჯვებული რამდენიმეჯერ გავხდებოდი, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგია რომ იცი, ისიც იცი, რომელი კითხვა მოეწონება, რომელი - არა.

სხვა კითხვებთან ერთად, სპორტსმენებს კრიტიკულ კითხვებსაც ვუსვამ, რადგან ეს საჭიროა და აი, გიორგი ქვილითაიას სწორედ ეს კრიტიკული კითხვა მოეწონა", - გვითხრა ლაშამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული