ჟურნალმა ჩვენებური 52-ე ნომრად დაასახელა.
"ის "სიტის" ფანებმა თავიანთ სიმღერაში უკვდავყვეს. გიორგი ქინქლაძე ერთ-ერთი ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთელი იყო პრემიერლიგაში და ერთადერთი ნათელი წერტილი მაშინდელი "სიტის" რიგებში, რომელიც ტიტულებისთვის კი არა "ელიტაში" დარჩენისთვის იბრძოდა.
ის კლუბში კიდევ ორი სეზონი დარჩა მას მერე, რაც "სიტი" გავარდა , თუმცა კონტინენტზე არაერთი გუნდი ეპატიჟებოდა. მოგვიანებით, ქინქლაძე პრემიერლიგას "დერბის"
რეიტინგში ქინქლაძის წინ, 51-ე ადგილზე ეიდურ გუდიონსენია, ჩვენებურის შემდეგ კი - მარკ შვარცერი.
პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერად კი პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო დასახელდა, რომელიც 2003-09 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა. მეორე ადგილზე "არსენალის" ვარსკვლავი ტიერი ანრი გავიდა, მესამეზე - კიდევ ერთი ფრანგი, ერიკ კანტონა.