FourFourTwo-მ ქინქლაძე პრემიერლიგის ყველა დროის 100 საუკეთესო ლეგიონერში დაასახელა

AutoSharing Option
პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა FourFourTwo-მ ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის ასი საუკეთესო ლეგიონერი დაასახელა. ას რჩეულში მოხვდა ქართველი გიორგი ქინქლაძე, რომელიც "მანჩესტერ სიტისა" და "დერბი ქაუნთის" რიგებში თამაშობდა.

ჟურნალმა ჩვენებური 52-ე ნომრად დაასახელა.

"ის "სიტის" ფანებმა თავიანთ სიმღერაში უკვდავყვეს. გიორგი ქინქლაძე ერთ-ერთი ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთელი იყო პრემიერლიგაში და ერთადერთი ნათელი წერტილი მაშინდელი "სიტის" რიგებში, რომელიც ტიტულებისთვის კი არა "ელიტაში" დარჩენისთვის იბრძოდა.

ის კლუბში კიდევ ორი სეზონი დარჩა მას მერე, რაც "სიტი" გავარდა , თუმცა კონტინენტზე არაერთი გუნდი ეპატიჟებოდა. მოგვიანებით, ქინქლაძე პრემიერლიგას "დერბის"
მაისურით დაუბრუნდა, თუმცა იგი უფრო "მანჩესტერ სიტიში" გაელვებით დაამახსოვრდათ ფანებს", - წერს გამოცემა.

რეიტინგში ქინქლაძის წინ, 51-ე ადგილზე ეიდურ გუდიონსენია, ჩვენებურის შემდეგ კი - მარკ შვარცერი.

პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერად კი პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო დასახელდა, რომელიც 2003-09 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა. მეორე ადგილზე "არსენალის" ვარსკვლავი ტიერი ანრი გავიდა, მესამეზე - კიდევ ერთი ფრანგი, ერიკ კანტონა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ის ანდაზა ხო იცი ბებიაზე და ბაბუაზე? რო მიდგომოდა და გამოეყენებინა ის ნიჭი რაც ქონდა მართლა ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა. მაგრამ ეხლა მაგაზე ლაპარაკი რას მოიტანს?
emre
11 თებერვალი 2017 20:07
0
შეიძლება ვისაც პრემიერლიგაში უთამაშია,ყველაზე ტქნიკური მოთამაშე იყო.ამაზე შეიძლება არავინ იდავოს.მაგრამ მაინც მიღწევებით საზღვრავენ ყველაფერს.კარგი ფეხბურთელი მაჩანაჩალა გუნდში არ უნდა თამაშობდეს...
თან პრემიერლიგა მისი ადგილი არ იყო.ის ტქნიკური იყო და მას უფრო ესპანეთი,ან იტალია შეეფერებოდა...ინგლისში ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ.
გიო სამწუხაროდ ჟანგლიორად დარჩა(რონალდინიოსავით).
zaza
11 თებერვალი 2017 14:31
0
ხუთეულში?რატომ პირველი ან მეორე არა,რომ პროფესიონალურად მიდგომოდა კარიერას და ძლიერ კლუბში ეთამაშა.ერთი მედალიც არ აქვს ნორმალური ევროპული ჩემპიონატის და 52–ეც მაგარი შედეგია
ემრეს
11 თებერვალი 2017 13:49
0
ხუთეულში არა ეგრევე პირველზე იმდა დაესახელებინათ ... მაგარი იყო, უდიდესი ტალანტი მაგრამ რა ხუთეულში კარგი რა :))
emre
11 თებერვალი 2017 12:20
0
სულ მცირე ხუთეულში უნდა იყოს,მაგრამ ...მანსიტი იყო ძალიან სუსტი გუნდი და შესაბამისად ქინქლაძეს საერთოდ არავითარი სპორტული ტიტული არ მოუგია .დიდი შეცდომა იყო თანხმობა მანსიტიში გადასვლაზე!ძალიან სუსტი კლუბი იყო ქინქლაძისთვის მანსიტი,ძალიან სუსტი პარტნიორებით ,რაც მას სტიმულს უკარგავდა ვარჯიშის,რადგან როგორც თვითონ აღიარა ერთ–ერთ ინტერვიუში, რატომ უნდა ევარჯიშა,ისედაც ყველაზე მაგარი ვიყავიო და.....ძლიერ კლუბში,ძლიერი პროფესიონალების,თითოეულ მატჩზე მხოლოდ მოგებაზე დაგეშილი თანაკლუბელების გვერდით თვითონაც იძულებული იქნებოდა მეტი ევარჯიშა!პირადად მქონდა მცირე შეხება მის შესაძლო ტრანსფერთან და მანსიტიში ტრანსფერზე უარით ვუპასუხე შემომთავაზებელს(ასევე იყო შემოთავზება პსვ–ზე და პსვ–ც სუსტ კლუბად ჩავთავალე) . ვცდილობდი,რომ ,,ინტერში,, გადასულიყო(როგორც თვითონ განაცხადა იმ ბიზნესმენმა–ქონდა კავშირი მორატის ბანკირთან),როგორც უპირველეს ყოვლისა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს,ჩემთვის ,,ფულის გაკეთება,,არ იყო უპირველესი მიზანი!უმთავრესი ჩემთვის იყო გიორგი ქინქლაძე ყოფილიყო წარმატებული,ძლიერი ფეხბურთელი და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შედეგებით გავეხარებინე!....,,ინტერში,, მაშინ თამაშობდნენ ბერგომი,ძანეტტი,ბერგომი,რობერტო კარლოსი,შალიმოვი(შალიმოვს უპრობლემოდ ამოაგდებდა შემადგენლობიდან),სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ გამოვიდა.......და მაინც #1 მიზეზი ,რომ არ გააჩნია კარიერაში არავითარი სპორტული მიღწევა,ტიტული თვითონაა...
ზაზა
11 თებერვალი 2017 11:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული