FourFourTwo-მ ქინქლაძე პრემიერლიგის ყველა დროის 100 საუკეთესო ლეგიონერში დაასახელა

AutoSharing Option
პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა FourFourTwo-მ ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის ასი საუკეთესო ლეგიონერი დაასახელა. ას რჩეულში მოხვდა ქართველი გიორგი ქინქლაძე, რომელიც "მანჩესტერ სიტისა" და "დერბი ქაუნთის" რიგებში თამაშობდა.

ჟურნალმა ჩვენებური 52-ე ნომრად დაასახელა.

"ის "სიტის" ფანებმა თავიანთ სიმღერაში უკვდავყვეს. გიორგი ქინქლაძე ერთ-ერთი ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთელი იყო პრემიერლიგაში და ერთადერთი ნათელი წერტილი მაშინდელი "სიტის" რიგებში, რომელიც ტიტულებისთვის კი არა "ელიტაში" დარჩენისთვის იბრძოდა.

ის კლუბში კიდევ ორი სეზონი დარჩა მას მერე, რაც "სიტი" გავარდა , თუმცა კონტინენტზე არაერთი გუნდი ეპატიჟებოდა. მოგვიანებით, ქინქლაძე პრემიერლიგას "დერბის"
მაისურით დაუბრუნდა, თუმცა იგი უფრო "მანჩესტერ სიტიში" გაელვებით დაამახსოვრდათ ფანებს", - წერს გამოცემა.

რეიტინგში ქინქლაძის წინ, 51-ე ადგილზე ეიდურ გუდიონსენია, ჩვენებურის შემდეგ კი - მარკ შვარცერი.

პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერად კი პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო დასახელდა, რომელიც 2003-09 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა. მეორე ადგილზე "არსენალის" ვარსკვლავი ტიერი ანრი გავიდა, მესამეზე - კიდევ ერთი ფრანგი, ერიკ კანტონა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ის ანდაზა ხო იცი ბებიაზე და ბაბუაზე? რო მიდგომოდა და გამოეყენებინა ის ნიჭი რაც ქონდა მართლა ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა. მაგრამ ეხლა მაგაზე ლაპარაკი რას მოიტანს?
emre
20:07 11-02-2017
0
შეიძლება ვისაც პრემიერლიგაში უთამაშია,ყველაზე ტქნიკური მოთამაშე იყო.ამაზე შეიძლება არავინ იდავოს.მაგრამ მაინც მიღწევებით საზღვრავენ ყველაფერს.კარგი ფეხბურთელი მაჩანაჩალა გუნდში არ უნდა თამაშობდეს...
თან პრემიერლიგა მისი ადგილი არ იყო.ის ტქნიკური იყო და მას უფრო ესპანეთი,ან იტალია შეეფერებოდა...ინგლისში ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ.
გიო სამწუხაროდ ჟანგლიორად დარჩა(რონალდინიოსავით).
zaza
14:31 11-02-2017
0

სიახლეები პოპულარული