[მოსალოდნელი ტრანსფერები] რევიშვილი და ფალავანდიშვილი მოლდოვაში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა მეკარე ნუკრი რევიშვილი კარიერას, დიდი ალბათობით, მოლდოვას ჩემპიონათის მე-4 ადგილოსან "დაჩიაში" გააგრძელებს.

რევიშვილი უკვე "დაჩიაშია" და ამ კლუბის მაისურით გუშინ, 14 თებერვალს, პირველი შეხვედრაც ჩაატარა. "დაჩია" ამხანაგურ შევხედრაში რუსულ "უფას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა, რევიშვილმა კი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მასთან კონტრაქტიც გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ რევიშვილი ბოლოს თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, "დაჩიაში" კარიერას გააგრძელებს ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილიც. ფალავანდიშვილი მოლდოვაში რამდენიმე დღეში ჩავა და კონტრაქტს
იქ გააფორმებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მაკარიზე უნდა გახდეს ნაკრების პირველი მეკარე მაშინ როცა ლორია არასტაიულურია!
dato
13:27 17-02-2017
0
ვაა, მოლდოვა? ძალიან მაგარიაა... აბა კიდევ ვინ?
zura
21:50 15-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული