[მოსალოდნელი ტრანსფერები] რევიშვილი და ფალავანდიშვილი მოლდოვაში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა მეკარე ნუკრი რევიშვილი კარიერას, დიდი ალბათობით, მოლდოვას ჩემპიონათის მე-4 ადგილოსან "დაჩიაში" გააგრძელებს.

რევიშვილი უკვე "დაჩიაშია" და ამ კლუბის მაისურით გუშინ, 14 თებერვალს, პირველი შეხვედრაც ჩაატარა. "დაჩია" ამხანაგურ შევხედრაში რუსულ "უფას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა, რევიშვილმა კი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მასთან კონტრაქტიც გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ რევიშვილი ბოლოს თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, "დაჩიაში" კარიერას გააგრძელებს ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილიც. ფალავანდიშვილი მოლდოვაში რამდენიმე დღეში ჩავა და კონტრაქტს
იქ გააფორმებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მაკარიზე უნდა გახდეს ნაკრების პირველი მეკარე მაშინ როცა ლორია არასტაიულურია!
dato
13:27 17-02-2017
0
ამის მერე აქ ზოგიერთები წერენ რომ, ნაკრებში მეკარის პოზიციაზე პრობლემა არ არის.არადა ვინ არიან ისინი ვისი იმედიც გვაქვს.ერთად ერთი ვინც საიმედოდ შეიძლება ჩაითვალოს მაკარიძეა,ასე თუ ისე სხვა კანდიდატებს ჯობია.აბა ლორიას იმედად ჩემი მტერი იყოს როდის რა უაზრო შეცთომას დაუშვებს კაცმა არ იცის.
თენგო
17:46 16-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული