efb.dk: ხვალ "ესბიერგში" ქართული ტრიოს დებიუტი არ შედგება

AutoSharing Option
17 თებერვალს "ესბიერგი"-"სონდერისკეს" მატჩით დანიის სუპერლიგა ზამთრის არდადეგების შემდეგ განახლდება. "ესბიერგი" ჩვენთვის ძალზე საინტერესო გუნდი გახდა, რადგან იქ სამი ქართველი: ოთარ კაკაბაძე, ბუდუ ზივზივაძე და ლაშა პარუნაშვილი იასპარეზებს.

სამწუხაროდ, "ესბიერგის" ოფიციალური საიტის თანახმად, ხვალ ქართული ტრიოს დებიუტი არ შედგება. ოთარ კაკაბაძეს "ჟიმნასტიკიდან" დისკვალიფიკაცია გადმოჰყვა, ხოლო დანარჩენ ორს სამუშაო ვიზები დაუგვიანდათ. ლაშა პარუნაშვილმა თამაშის უფლება მხოლოდ დღეს მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული