- ვაკო ყაზაიშვილი: მინდა, დღეს "აიაქსს" თავი შევახსენო
ეს ბუნებრივია, რადგან "ლეგიას" ქართველი ნახევარმცველი ჰოლანდიური "ვიტესიდან" გადავიდა პოლონეთში. ვაკოსთან ინტერვიუ elfvoetbal.nl-მა გამოაქვეყნა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც ის გურამ კაშიასთან ურთიერთობაზე საუბრობს.
"სოციალურ ქსელში მე და გურამ კაშია ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ვწერთ. არნემში ყოფნის დროს ძალიან დავახლოვდით. კაშია ჩემი შვილის ნათლიაა. "ვიტესის" თამაშებს ვუყურებ,
მაინტერესებს, როგორ ითამაშებს გურამი. ის ჩემი მასწავლებელი იყო, ახლა კი დამოუკიდებლად უნდა ვიმოქმედო.
2011 წელს, როცა "ვიტესში" მივედი, ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დამჭირდა. მაშინ გამიმართლა, რომ გურამ კაშია, გიორგი ჭანტურია და მერაბ ჟორდანია იყვნენ იქ. ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა. ახლა "ლეგიაში" ერთადერთი ქართველი ვარ. ვფიქრობ, აქ გადმოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.
დავბრუნდები თუ არა სეზონის დასრულების შემდეგ "ვიტესში"? არ ვიცი. "ვიტესთან" კონტრაქტი 2018-წლამდე მაქვს, ამიტომ ჩემი მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა "ლეგიაში" თავს კარგად ვგრძობ", - განაცხადა ყაზაიშვილმა.