"რკინიგზელები" 25 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატების მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აპირებენ და ყაზანურ კლუბთან მოლაპარაკებებს აგრძელებენ.
riafan.ru-ს ცნობით, შეკრებაზე მყოფი "ლოკომოტივი" სათამაშო სქემას სამი ცენტრალური მცველით ამუშავებს, გუნდის მთავარი მწვრთნელი იური სიომინი კი ერთი მცველის დამატებას ითხოვს და მოსკოველები არჩევანს სწორედ კვირკველიაზე აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვირკველიას "რუბინის" მაისურით ჩემპიონატის არცერთ მატჩში უთამაშია. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ყაზანური კლუბი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში
რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში "რუბინი" და "ლოკომოტივი" 23-23 ქულით მეცხრე-მეათე ადგილებს იყოფენ.