"სიამოვნებით ვითამაშებდი ისეთ "დინამოში", რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა"

AutoSharing Option
მოლდოვური "დაჩიას" ახალწვეულმა ნუკრი რევიშვილმა ტრანსფერთან დაკავშირებით პირველი კომენტარი Sportall.ge-სთან გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ მოლდოვურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

- რევიშვილმა და ფალავანდიშვილმა "დაჩიასთან" კონტრაქტები გააფორმეს

- გუგა ფალავანდიშვილის მსგავსად, მეც კვიპროსში, "ეთნიკოსში" უნდა გამეგრძელებინა კარიერა, მაგრამ ვინაიდან კლუბს ემბარგო დაადეს, მაისამდე თამაშის საშუალება არ მომეცემოდა. ამიტომ აქ მომიხდა გადმოსვლა.

- რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნია თბილისის "დინამოდან" მოლდოვას ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან გუნდში გადასვლა?
- ვერ გეტყვით, რამდენად უკეთესია აქ, ვიდრე - "დინამოში". ემბარგოს ამბავი რომ გავიგე, "დინამოდან" უკვე
წამოსული ვიყავი და უკან ვეღარ დავბრუნდებოდი.

- მოლდოვის ჩემპიონატი საქართველოზე ძლიერია?
- არა, არ მგონია, საქართველოს ჩემპიონატზე ძლიერი იყოს.

- ანუ 3 თვეში გუგასთან ერთად ისევ "ეთნიკოსში" დაბრუნდები?
- არ ვიცი, მაგ დროისთვის რა და როგორ იქნება. მე "ეთნიკოსთან" კონტრაქტი არ გამიფორმებია.

- საქართველოში დაბრუნებას გამორიცხავ?
- არაფერს გამოვრიცხავ. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ისეთ "დინამოში", რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალი იყო ქეცბა. არ უნდა გააკარო ნაკრებს ეს კაცი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული