"გემშვიდობებით ყველას, წარმატებები" - საბა კვირკველია "რუბინს" დაემშვიდობა

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 თებერვალს ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ ყაზანის "რუბინში" ბოლო ვარჯიში ჩაატარა.

ვარჯიშის შემდეგ კვირკველია მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს დაემშვიდობა.

კვირკველია იჯარის წესით მოსკოვის "ლოკომოტივში" სეზონის ბოლომდე გადადის.

გავრცელებული ინფორმაციით, "ლოკომოტივს" ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება ექნება. 

კვირკველია სამედიცინო შემოწმებას "ლოკომოტივში" დღეს გაივლის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ყაზანურ კლუბში 2011 წლიდან ირიცხება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
წარმატებები საბა.იმედია ფორმას მალე აღიდგენს.
სოსო
18:59 23-02-2017
0
წარმატებები და წინსვლა კარიერაში
Beqa
17:09 23-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული