საბა კვირკველია: მწვრთნელს ვესაუბრე და ვიცი, ახალ გუნდში რა როლი მექნება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მველმა საბა კვირკველიამ მოსკოვის "ლოკომოტივში" გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი კლუბის ოფიციალურ საიტთან გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მცველი "ლოკომოტივში" იჯარის წესით გადავიდა. კონტრაქტი 3-თვიანია და მისი ამოწურვის შემდეგ, მოსკოვურ კლუბს სურვილის შემთხვევაში კვირკველიას გამოსყიდვა დაახლოებით 3 მლნ.ევროდ შეეძლება.

- ოფიციალურად: საბა კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია

"ლოკომოტივი" - ჩემთვის დიდი გამოწვევაა. აქ გადმოსვლა წინ გადადგმული ნაბიჯია. მთავარ მწვრთნელს უკვე ვესაუბრე და ვიცი, როგორ ვიმუშავებთ და გუნდში რა როლი მექნება. მწვრთნელი მენდობა და ეს კარგია. უახლოეს პერიოდში ვარჯიშს დავიწყებ.

"ლოკომოტივის" სტადიონთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. აქ "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია და ყოველთვის საფეხბურთო ატმოსფერო იყო", - განაცხადა კვირკველიამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კვირკველია რუსულად კვერკველიაა თუ...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული