რომან ასხაბაძე: ჩემთვის ეს გაუგებარია... კვირკველიას 5 თვეა არ უთამაშია!

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა რომან ასხაბაძემ რუსულ "სპორტ ექსპრესთან" საუბრისას მოსკოვის "ლოკომოტივის" მიერ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განხორციელებული ტრანსფერები შეაფასა.

ასხაბაძემ საბა კვირკველიაც ახსენა, რომელიც "ლოკომოტივში" ყაზანის "რუბინიდან" იჯარის წესით გადავიდა.

"ჩემთვის ეს ტრანსფერები გაუგებარია. კლუბი რუსული პასპორტის მქონე ფეხბურთელებმა და ლიდერებმა დატოვეს, მათ ნაცვლად კი არი და კვირკველია მოვიდნენ. გარდა იმისა, რომ ორივე უცხოელია, მათ ყოფილი კლუბების ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემაც ჰქონდათ.

ქართველ მცველს ბოლო 5 თვის განმავლობაში რუსეთის ჩემპიონატში ერთი წუთიც არ უთამაშია!

ანუ "ლოკომოტივმა" ის ფეხბურთელები
შეიძინა, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აკლდათ. კლუბის მიზნებსა და ბიუჯეტს თუ გავითვალისწინებთ, ეს უცნაურია", - განაცხადა ასხაბაძემ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს მძღოლი იყო თავიდან და მერე გაიჩითა...გამომივიდა ეგეც ექსპერტი რა...მაგი ისეთი ქართველია როგორც მე ნიგერიელი
კახა ქირია
27 თებერვალი 2017 10:47
0
რენეგატი ქართველი,ქართველის გაკეთებული,რომ არის ის უტყდება,მას ურჩევნია რუსის ნაბიჭვარი იყოს
vax-vax
26 თებერვალი 2017 21:42
0
ანუ-რომან ასხაბაძე სიომინს ასწავლის?)))
ზაზა
26 თებერვალი 2017 02:23
0
ეს ეტყობა აბსუა და არ უყვარს ქართველები
gio
27 თებერვალი 2017 08:08
0
ასხა ბაძე...ამას დავასხი თავსლაფი...
თამაზი ცომაია
26 თებერვალი 2017 21:55
0
ასხაბძე კვირკველიას უწოდებს უცხოელს... კლოუნი.
grigoli
26 თებერვალი 2017 10:35
0
კვირკველიას ხარჯზე უნდა რომ სიომინზე უფრო მეტი რუსეთის პატრიოტი სჩანდეს.როდის მორჩებაეს ამფენი თვალთმაქცობა?
გიორგი
26 თებერვალი 2017 10:09
0
ასხაბაძის დროს სპარტაკი ყველაზე მეტს ხარჯავდა ,მაგრამ არაფერი არ მოუგია
ზაზა
26 თებერვალი 2017 02:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული