გიორგი მერებაშვილი: ასე მგონია, არც იციან, საერთოდ თუ ვთამაშობ ფეხბურთს

AutoSharing Option
გიორგი მერებაშვილს წარმატებული პერიოდი უდგას. პლოცკის "ვისლა", სადაც 30 წლის შემტევი თამაშობს, პოლონეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში (ექსტრაკლასა) მე-11 ადგილზეა და გააფთრებით იბრძვის პირველ 8 გუნდს შორის მოსახვედრად.

მერებაშვილმა წინა ტურშიც გაიტანა, ამ უქმეებზე კი გოლთან ერთად საგოლე პასიც გაახერხა და უდიდესი წვლილი შეიტანა "ზაგლებიეს" დამარცხებაში (2:1). გოლი კი ისეთი გამოუვიდა, ნებისმიერი უმაღლესი რანგის ფეხბურთელი რომ მოაწერდა ხელს - ტექნიკურად მიიღო ბურთი, გვერდი აუარა რამდენიმე მეტოქეს და ზუსტად დაარტყა შორეულ კუთხეში...

- [ლეგიონის უქმეები] მერებაშვილმა პოლონეთში გაიტანა, ბერიძემ - სლოვაკეთში [VIDEO]

გუშინ "ლელო" მერებაშვილს პოლონეთში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...

- ბევრმა არ იცის, როგორ მოხვდით პლოცკის "ვისლაში". რატომ შეაჩერეთ არჩევანი მაინცდამაინც ამ კლუბზე?
- როცა "ლევადიაკოსთან" მიდიოდა მოლაპარაკება კონტრაქტის გაწყვეტაზე, სრულიად შემთხვევით ვესაუბრე ჩემს მეგობარ ლუკა ხომასურიძეს. სწორედ მან დამაკავშირა ერთ ბერძენ მენეჯერთან, რომელიც ჯერ კონტრაქტის გაწყვეტაში დამეხმარა, მერე კი პოლონური ვარიანტიც შემომთავაზა. აღარ მსურდა საბერძნეთში დარჩენა და ეს გამოწვევა სიამოვნებით მივიღე. მინდოდა, სხვა ჩემპიონატში მომესინჯა ძალა. ახლა გამოჩნდა, რომ სწორად მოვქცეულვარ.

- რა შეგიძლიათ თქვათ პოლონეთის ჩემპიონატზე? საბერძნეთის სუპერლიგაზე ძლიერია?
- ჩემი აზრით, პოლონეთის ჩემპიონატი ახლა საბერძნეთისაზე მაღლა დგას, მეტიც - შედარებაც კი არ შეიძლება! პოლონელებს ძალიან მაღალ დონეზე აქვთ ყველაფერი - ინფრასტრუქტურა, მაყურებელი, სპორტული მედია... მოკლედ, ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრო, ანუ შენი საქმე აკეთო. რაც მთავარია, აქ პროფესიონალების ხელშია საქმე და მიფასებენ იმას, რასაც ვაკეთებ.

- რა შეგიძლიათ თქვათ თავად გუნდზე? როგორი გუნდია პლოცკის "ვისლა"? რა მიზნები აქვს?..
- პატარა კლუბია, ამ სეზონში გადმოვიდნენ უმაღლეს ლიგაში. ასეთ დროს, მთავარი მიზანი ლიგაში დარჩენა უნდა იყოს, მაგრამ კარგი გუნდი გვყავს და შეგვწევს იმის ძალაც, რომ პლეი ოფში მოვხვდეთ და მეტიც - ვითამაშოთ ევროტურნირებზე! ამისთვის ცოტა მეტი იღბალია საჭირო.

- ბოლო დროს დიდებულ ფორმაში ხართ. რისი დამსახურებაა ეს?
- ალბათ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ კლუბის ხელმძღვანელობისგან - დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული - მასაჟისტებით. "ქართველი მესიც" კი შემარქვეს, ზოგი "მესიბაშვილს" მეძახის... სხვა რა გითხრათ... იდეალური გარემოა, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ალბათ, ეს მაძლევს ძალას, რომ თავი კარგად წარმოვაჩინო და ფორმაში ვიყო.

- ბოლო მატჩი მართლაც შესანიშნავი გამოგივიდათ - გოლი და საგოლე პასი! თან გოლი განსაკუთრებული იყო...
- არ ვიცი, რატომ, მაგრამ მატჩის განმავლობაში ცოტა შეუძლოდ ვგრძნობდი თავს. ვფიქრობდი, მწვრთნელს ვთხოვ, შემცვალოს-მეთქი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და მინდოდა, გუნდს გამარჯვებაში დავხმარებოდი. საბოლოოდ, გამომივიდა კიდეც. ბოლო წუთები იყო, მატჩი ფრისკენ მიდიოდა, დაღლაც დაგვეტყო...

უცებ გადავწყვიტე, საკუთარ თავზე ამეღო თამაში და გოლი გამეტანა... საბოლოოდ, ყველაფერი ლამაზად გამოვიდა, კვარეშმას სტილში...

- კარგ ფორმაში ხართ და ამის ფონზე, ხომ არ გაჩნდა ინტერესი სხვა კლუბების, თუნდაც პოლონური გრანდების მხრიდან?
- დეკემბერში იყო დაინტერესება ერთი-ერთი წამყვანი პოლონური კლუბის მხრიდან, თუმცა ტრანსფერი გარკვეული მიზეზების გამო ვერ შედგა. სხვათა შორის, არც ვნანობ. ვფიქრობ, მირჩევნია, წელს აქ ჩავამთავრო სეზონი და კიდევ უფრო კარგად წარმოვაჩინო თავი, მეტი გოლი გავიტანო...

- და ბოლო კითხვა: არ შეიძლება, ნაკრებში დაბრუნებაზე არ ფიქრობდეთ...
- რა თქმა უნდა, ვფიქრობ, თუმცა დღემდე, სამწუხაროდ, არავისთან მქონია კონტაქტი და ასე მგონია, არც იციან, საერთოდ თუ ვთამაშობ ფეხბურთს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
გავგიჟდი ამ ბიჭის თავმდაბლობაზე.. ასეთ ამპარტავნულ ინტერვიუებს მესი არ იძლევა..
Deme
05 მარტი 2017 13:56
0
ნაკრებში შეიძლება გამოიძხო, რა პრობლემა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ამის ნაკრებში თამაშს, ჯობია იაშვილი დააბრუნო ფეხბურთში და ის ათამაშო ნაკრებში. გარწმუნებთ, უფრო სასარგებლო იქნება იაშკა ნაკრებისათვის, ვიდრე გიორგი. ისე კი ბატონო, მოიწვიეთ. შეიძლება გამოძახებულთაგან ბევრს ჯობდეს კიდეც, მაგრამ.....
კადიკო
28 თებერვალი 2017 11:51
0
აბა რეებს ლაპარაკობ, ისე დინამო როგორი გუნდია, პოლონეთის აუტსაიდერს ჯობია?? რომ გაძეძგეს ნაკრებში მაგათი ფეხბურთელებით, სირბილით რო ვერ დარბიან ლიჟბი გამოაჩინონ ფეხბურთელი მერე სადმე რუსეთის მეორე ლიგაში რომ გაყიდონ, ასე აკეთებენ ნაკრებში
Odalas
27 თებერვალი 2017 21:36
0
აუცილებელია არაა ყველას უყვარდე, ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს. წარმატებები და ეგრე გააგრძელე.
ლევანი
27 თებერვალი 2017 20:55
0
ტვინი წაიღეთ ჯიქიათი,სად გვყავს დასაკარგი ფეხბურთელებიო და ამ კაცზე ხმა არ ამოგიღიათ,გეგონება ცვენა გქონოდეთ ფეხბურთელების.ეტყობა რომ იცის თამაში და....
კახა ქირია
27 თებერვალი 2017 19:35
0
აუ, არ წაიღო ტვინი მასტმა.. თამაშობ კი, როგორ არა. 40 წელია უკვე თამაშობ. მერე? ამათმა პრეტენზიებმა ხომ მოგვკლა რა. ჩამოხვალ და რას იზამ მერე? სერბეთს შევუტიოთ შენი ფორვარდობით? თუ უელსს? თუ ირლანდია? კარიერას ამთავრებ და პოლონეთის აუტსაიდერში ხარ. რა პრეტენზია გაქვს???
odala
27 თებერვალი 2017 18:24
0
რატო ურევთ ტვინს ეს ჟურნალისტები ამ სპორტსმენებს აქებთ და ადიდებთ მე9 ცაზე აგყავთ და კარგავენ თავს არაფერი პირადული ნეტა გამოადგეს ნაკრებს მაგრამ ამის ნაკრებში ნათამაშები თუ ახსოვს ვინმეს არადა რამდენჯერ გაგვიჩდა ასეთი იმედი ფსიქოლოგიურად არ არის მზად და იკარგება ნაკრებში სხვანაირად რომ იყოს წესიერ ჩემპიონატში იქნებოდე ეხლა არ აკლია სისწრაფე და ტეხნიკა უკვე პიკშია მომატების შანსი ნაკლებია.
კახა
27 თებერვალი 2017 18:04
0
ისე პაპუნაშვილს იწვევდნენ საერთოდ რომ არ თამაშობდა რის გამო? ვერდერის ჭ გუნდში ვერ თამაშობდა და ნაკრებში გამოიძახეს, ამ კაცმა რა დააშავა სულ სასტარტოშია და ნორმალურად თამაშობს
გიორგი
27 თებერვალი 2017 17:38
0
Ratoar ashuqebt 6ers?me erterti rigiti momxmarebelivar tqveni dzaliankargi saitis da dzalian mainteresebda tqveni eqspertebis shefaseba gushindel inglisi-italiaze,ra taqtika iyo,ra jini da mondomebada rogor gamoiyvanes fareli mwyobridan oshis bichebma parises metaurobit isero sashinlad urtyavda?da aramarto fareli,aramed mteli inglisi.mitumetesro chventvis iyo mnishvnelovani estamashi imitro italiis potenciuri shemcvlelebivart? Mainteresebda profesionalisazri imashiro asetitaliastan romelmac mteli britanetiaawriales dedoflis chatvlit rashansi gveqneboda?
Alika
27 თებერვალი 2017 16:24
0
გიორგი, შენნაირი კრეატიული ფეხბურთელი სერბიასთან ნამდვილად ჭირდება ნაკრებს, მაგრამ ერთი კარგი თამაშისთვის ნაკრებში, რომ კაცს არ იწვევენ, უკვე კარგად გამოცდილი კაცი ხარ და გეცოდინება. გააგრძელე სტაბილურად კარგი თამაში და არა მგონია ვაისი თავის თავის მტერი იყოს: ოქრი გაფრთხილების გამო, ჭანტურია ტრამვის გამო, ჯანოც ტრამვირებულია, ღმერთმა ქნას მანამდე გამოჯანმრთველდეს, ვერ ითამაშებენ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებლად გამოგიძახებს. დანარჩენი რას დაამტკიცებ შენზე იქნება. წარმატებებს გისურვებთ.
gizog
27 თებერვალი 2017 16:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული