ფახრიევმა "რუბინიდან" ამ ზამთარს გასხვისებულ მოთამაშეებზე ისაუბრა და მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარით გადასული ქართველი მცველიც ახსენა.
"ჩემპიონატის პირველმა ნაწილმა გვაჩვენა, რომ სათადარიგოთა სკამი გადატვირთული გვქონდა. გვყავდნენ მოთამაშეები, რომელთა სკამზე ყოფნა არარაციონალური იყო. ესენი იყვნენ: მაგომედ ოძოევი, სოლომონ კვირკველია და ემილ ბერტსტრემი. მაგრამ მომავალში ჩვენ მათი იმედი გვაქვს", - უთხრა ფახრიევმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონატის პირველ ნაწილში არცერთი მატჩი ჩაუტარებია