საბა კვირკველია - რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მცველი

AutoSharing Option
საბა კვირკველია უკვე მოსკოვის "ლოკომოტივთან" ერთად ვარჯიშობს. "რკინიგზელთა" დამრიგებელ იური სიომინს კი კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტმა ქართველის შესახებ ჰკითხა. ცხადია, საინტერესო უნდა იყოს სიომინის აზრი:

"ახალწვეულების ნაწილმა შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრები უკვე ჩაატარა, კვირკველიამ კი გუნდში პირველად ივარჯიშა. რა შეიძლება მასზე ვთქვა? მიმაჩნია, რომ მისი მოსვლით გავძლიერდით.

ის ახალგაზრდაა, მაღალია, დაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. საქართველოს ნაკრებში ბევრი მატჩი ჩაატარა და კარგადაც გამოიყურებოდა".

იური სიომინს ჩვენებურზე პოპულარულმა "სპორტ-ექსპრესმაც" ჰკითხა:

"კვირკველიას "რუბინში" თამაში იშვიათად უწევდა და ბოლოს გუნდის დატოვება გადაწყვიტა. საერთოდ, ტრანსფერებით
კმაყოფილი ვარ. რაც მთავარია, ყველა ახალწვეული ბედნიერია. ახლა გამარჯვებების დრო დადგა, ჩვენ კი ეს ნამდვილად შეგვიძლია".

"ლოკომოტივის" სატრანსფერო აქტივობა დადებითად შეაფასა რუსმა მენეჯერმა ალექსეი საფონოვმა. აი, მისი კომენტარი "ბიზნეს-გაზეტასთან":

"მოსკოვის "ლოკომოტივმა" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სამი ფეხბურთელი დაიმატა და მიმაჩნია, რომ პროგრესში გუნდს სამივე დაეხმარება. საერთოდ, კვირკველია პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ მცველად მიმაჩნია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული