ვაკო გვილია: თბილისის "დინამო" კარგი გუნდია, ეტყობა კახა კაჭარავას ხელი

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე ბელორუსის ჩემპიონ ბორისოვის ბატე-ს 2:0 მოუგო. ბელორუსული გრანდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ, რომელიც 30-ე წუთზე შეცვალეს.

აღმოჩნდა, რომ 22 წლის საყრდენი თბილისელებთან მატჩში დაშავდა. თუმცა, საბედნიეროდ, ტრავმა უმნიშვნელო აღმოჩნდა.

"თამაშის დროს კუნთი გამეჭიმა, თუმცა გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სერიოზული არაფერია. ახლა ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და რამდენიმე დღეში გუნდთან ერთადაც ვიქნები", - ამბობს გვილია.

რა შთაბეჭდილება დარჩა გვილიას თბილისის "დინამოზე"? ნაკრების ნახევარმცველს ამაზეც ვკითხეთ:

"ეს თამაში "დინამომ" 2:0 მოგვიგო და უნდა
ვთქვა, რომ ნამდვილად კარგი გუნდია, ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. აშკარად სწორ, გამართულ ფეხბურთს თამაშობს. ერთი სიტყვით, კახა კაჭარავას ხელი ეტყობა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ვაკოს ფეხბურთში და კახას სამწვრთნელო საქმიანობაში
gizog
15:26 28-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული