[ლეგიონი] საბა კვირკველიას დებიუტი "ლოკომოტივში" წარმატებული გამოდგა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივში" საქართველოს ნაკრების მცველის, საბა კვირკველიას დებიუტი შედგა.

1-ელ მარტს გამართულ რუსეთის თასის 1/4-ფინალში "ლოკომოტივი" შინ "ტოსნოს" დაუპირისპირდა, მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. საბა კვირკველია სათადარიგო იყო და მოედანზე 86-ე წუთზე გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველი მცველი მოსკოვურ კლუბში ყაზანის "რუბინიდან" იჯარით სეზონის ბოლომდე გადავიდა.

* * *
უნგრეთის თასის მერვედფინალი წარმატებით დაძლია "დიოშდიორმა", რომელმაც პირველ მატჩში გამარჯვების (1:0) შემდეგ მეორე შეხვედრაც მოუგო "სეგლედის" - 2:0. ბუბა დაუშვილი გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო.

* * *
მაკედონიის
თასის პირველ ნახევარფინალში "ვარდარი" შინ დაუპირისპირდა "შკენდიას" და 1:3 დამარცხდა. ვარდარელთა ქართველი ჯაბა ჯიღაური მხოლოდ სათადარიგო იყო.

* * *
პოლონეთის თასის პირველ ნახევარფინალში "პოგონი" გასვლაზე დაუპირისპირდა "ლეხს" და 0:3 დამარცხდა. სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა მათე ცინცაძემ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
საიდან ამდენი ღვარძლი
nukri
02 მარტი 2017 14:45
0
გასაგებია მარა რადგან მაინც დაუთმო წუთები ეს იმას ნიშნავს რო მწვრთNელი საბას ძირითადში თამაშს აპირებს და ამდენი ხნის უთამაშებელი ახა მოედანს შეაჩვია
zeus
02 მარტი 2017 14:38
0
ფაქტიურად საბას მოუგია თამაში.
"ობიექტური"
02 მარტი 2017 11:49
0
წარმატებული კი არ აღმოჩნდა,არამედ უბრალოდ შედგა.რა საჭიროა სათაურში ასეთი ამაღლებული ტონი 4 წუთის გამო?
ნოდიკო
02 მარტი 2017 11:25
0
სათაური უნიკალურია,4 წუთი წარმატებით ჩაატარა, ყოჩაღ ავტორო
vax-vax
02 მარტი 2017 11:10
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული