1-ელ მარტს გამართულ რუსეთის თასის 1/4-ფინალში "ლოკომოტივი" შინ "ტოსნოს" დაუპირისპირდა, მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. საბა კვირკველია სათადარიგო იყო და მოედანზე 86-ე წუთზე გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველი მცველი მოსკოვურ კლუბში ყაზანის "რუბინიდან" იჯარით სეზონის ბოლომდე გადავიდა.
* * *
უნგრეთის თასის მერვედფინალი წარმატებით დაძლია "დიოშდიორმა", რომელმაც პირველ მატჩში გამარჯვების (1:0) შემდეგ მეორე შეხვედრაც მოუგო "სეგლედის" - 2:0. ბუბა დაუშვილი გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო.* * *
მაკედონიის * * *
პოლონეთის თასის პირველ ნახევარფინალში "პოგონი" გასვლაზე დაუპირისპირდა "ლეხს" და 0:3 დამარცხდა. სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა მათე ცინცაძემ.