Sportall.ge-ს ინფორმაციით, დვალმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და ყაზახეთში ხვალ გაემგზავრება. 21 წლის მცველი "ირტიშში" ამ წლის ივნისამდე იჯარის წესით იქნება, რის შემდეგაც "შლიონსკში" დაბრუნდება.
დვალი "შლიონსკში" გასული წლის იანვარში გადაბარგდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად ხვდებოდა, თუმცა მას მერე, რომ პოლონურმა კლუბმა სერბი ნახევარმცველი შეიძინა, დვალს სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა. მიზეზი ისაა, რომ პოლონეთის ექსტრაკლასაში გუნდებს მოედანზე მხოლოდ ორი არაევროკავშირელის ყოლის უფლება აქვთ, "შლიონსკს" კი ასეთი იაპონელი და