"ემპოლი" 22 ქულით მე-17 ადგილზეა და მე-18 ადგილს, ანუ გავარდნის ზონას ჯერაც 7 ქულა აშორებს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი კონკურენტებიც ვერ ვარგიან.
"ემპოლის" 22 იანვრის მერე არ მოუგია, 6 ტურია. აქედან ხუთი მატჩი გუნდმა დათმო (ზედიზედ ბოლო 4). მჭედლიძემ კი ტრავმამდე ბოლოს 5 თებერვალს ითამაშა, როცა გუნდი "ტორინოს" 1:1 დაუზავდა. რაც ჩვენებური ვერ თამაშობს, გუნდმა ზედიზედ 4 მატჩი
"ფაქტია, გუნდში ზომებია მისაღები, მაგრამ მთავარი ლევან მჭედლიძის გამოჯანმრთელებაა. სეზონის დასაწყისში იგი მარტუშელოს როტაციაში მეოთხე თუ მეხუთე ფორვარდად განიხილებოდა, მაგრამ ქართველმა სასარგებლო თამაშითა და გოლებით სასტარტოში დაიმკვიდრა ადგილი.
ფაქტია, მას მერე, რაც ლევანმა სასტარტოში ადგილი მოიპოვა, გუნდმა 12 ქულა მოიპოვა, 6 გოლი გაიტანა და მხოლოდ ამდენი გაუშვა. 6-დან 5 გოლი კი თავად ლევანმა გაიტანა. პლუს, მას შეეძლო კიდევ ერთის გატანა, პენალტი რომ არ გაეცუდებინა "ჯენოასთან" მატჩში.
რაც მჭედლიძე ტრავმირებულია, მარტუშელოს გუნდს ისევ დაავიწყდა გოლის გატანა. "ემპოლის" მეტოქის საჯარიმოში მჭედლიძის კვალიფიციური თამაში აკლია. სწორედ ამიტომაა ძალზე მნიშვნელოვანი მისი მალე გამოჯანმრთელება", - ვკითხულობთ სტატიაში.
პენალტი გენუის სამპდორიასთან გააფუჭა(0:0)
ტიპს ზედიზედ 4 თამაში არ აქ ნათამაშები :D ეს კიდევ კარგი რაგბისტი არაა თორემ პირველივე თამაშზე ეგრევე მორგში გაგზავნიდნენ :D ))))