calciomercato.com: ლევან მჭედლიძის გარეშე "ემპოლის" ისევ დაავიწყდა გოლის გატანა

AutoSharing Option
calciomercato.com-ზე გამოქვეყნდა კარლო ალბერტო პაციენცას წერილს "ემპოლის" პრობლემებზე. ავტორი მიიჩნევს, რომ "ემპოლის" ბოლო დროის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ლევან მჭედლიძის ტრავმაა.

"ემპოლი" 22 ქულით მე-17 ადგილზეა და მე-18 ადგილს, ანუ გავარდნის ზონას ჯერაც 7 ქულა აშორებს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი კონკურენტებიც ვერ ვარგიან.

"ემპოლის" 22 იანვრის მერე არ მოუგია, 6 ტურია. აქედან ხუთი მატჩი გუნდმა დათმო (ზედიზედ ბოლო 4). მჭედლიძემ კი ტრავმამდე ბოლოს 5 თებერვალს ითამაშა, როცა გუნდი "ტორინოს" 1:1 დაუზავდა. რაც ჩვენებური ვერ თამაშობს, გუნდმა ზედიზედ 4 მატჩი
დათმო ისე, რომ მხოლოდ ერთი გოლი (კრუნიჩი) გაიტანა!

"ფაქტია, გუნდში ზომებია მისაღები, მაგრამ მთავარი ლევან მჭედლიძის გამოჯანმრთელებაა. სეზონის დასაწყისში იგი მარტუშელოს როტაციაში მეოთხე თუ მეხუთე ფორვარდად განიხილებოდა, მაგრამ ქართველმა სასარგებლო თამაშითა და გოლებით სასტარტოში დაიმკვიდრა ადგილი.

ფაქტია, მას მერე, რაც ლევანმა სასტარტოში ადგილი მოიპოვა, გუნდმა 12 ქულა მოიპოვა, 6 გოლი გაიტანა და მხოლოდ ამდენი გაუშვა. 6-დან 5 გოლი კი თავად ლევანმა გაიტანა. პლუს, მას შეეძლო კიდევ ერთის გატანა, პენალტი რომ არ გაეცუდებინა "ჯენოასთან" მატჩში.

რაც მჭედლიძე ტრავმირებულია, მარტუშელოს გუნდს ისევ დაავიწყდა გოლის გატანა. "ემპოლის" მეტოქის საჯარიმოში მჭედლიძის კვალიფიციური თამაში აკლია. სწორედ ამიტომაა ძალზე მნიშვნელოვანი მისი მალე გამოჯანმრთელება", - ვკითხულობთ სტატიაში.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ლევანს და წარმატებებს, მაგრამ ან სხვანაირად უნდა ივარჯიშოს ან კიდე ცხვარი უნდა დაუკლას რომელიმე იტალიელ ან ქართველ წმინდანს
ნოდარი
07 მარტი 2017 09:18
0
ჯენოასთან არცერთი თამაში არ უთამაშია მჭედლიძეს.
პენალტი გენუის სამპდორიასთან გააფუჭა(0:0)
1
06 მარტი 2017 18:57
0
სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მჭედლიძეს. ემპოლიში არავინ არის მისი შემცვლელი. ის ბოლო წლების საუკეთესო ქართველი თავდამსხმელია. სანაკრებო თამაში კარს მოგვადგა და მისი არყოფნა ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. იმედია შემდეგ ტურში დაბრუნდება მოედანზე.
ლუკა
06 მარტი 2017 18:53
0
ვაი თქვე საცოდავებო :D:D მჭედლიძის იმედად რო ხართ :D
ტიპს ზედიზედ 4 თამაში არ აქ ნათამაშები :D ეს კიდევ კარგი რაგბისტი არაა თორემ პირველივე თამაშზე ეგრევე მორგში გაგზავნიდნენ :D ))))
IKA
06 მარტი 2017 18:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული