რატომ არ თამაშობს კვიპროსზე ნიკა კაჭარავა?

AutoSharing Option
ნიკა კაჭარავა კვიპროსული ახნასის "ეთნიკოსის" ლიდერია, მის ანგარიშზე 18 თამაშში 12 გოლია, თუმცა ჩვენებურს 19 თებერვლის მერე არ უთამაშია.

ის "ნეა სალამინასთან" (0:0) და "არისთან" (1:3) შეხვედრებში განაცხადშიც არ იყო. "ახნასის" ლიტველი მწვრთნელი ვალდას ივანაუსკასი აცხადებს, რომ კაჭარავას, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, უფრთხილდებიან.

togipedo.com კი ცოტა სხვა ვერსიას გვთავაზობს: "კაჭარავა "აპოლონთან" შეცვლაზე შევიდა და გოლი გაიტანა. შემდეგ იყო მატჩი "ანორთოსისთან", რომელშიც შეცვალეს. ამის მერე ორი მატჩია, იგი აღარ გამოჩენილა.

ორი ვარიანტია, ან ოფიციალური ვერსია სწორია და მას მეორე ჯგუფური ეტაპისთვის უფრთხილდებიან, ან
კაჭარავას უკვე მისი ახალი გუნდი "უფრთხილდება". ამის შესახებ პასუხი მხოლოდ კიკის ფილიპუმ იცის".

ციტატაში ნახსენები ფილიპუ კლუბის პრეზიდენტია.

ნიკა კაჭარავას კარგი თამაში კუნძულზე შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ზამთარში მის უკეთეს ლიგაში წასვლას ვარაუდობდნენ, თუმცა შემდეგ ითქვა, რომ კაჭარავა სეზონის ბოლომდე "ახნასში" დარჩებოდა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული