ოქრიაშვილმა ულამაზესი დრიბლინგით "ლოკომოტივის" ორი ფეხბურთელი ჩამოიტოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 მარტს რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში ორი ქართველის გუნდი შეხვდა ერთმანეთს. საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივმა" თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

- [ლეგიონი] თორნიკე ოქრიაშვილის მოგება საბა კვირკველიასთან და ტრავმა

კვირკველია ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა, რაც შეეხება ოქრიაშვილს, ის მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა.

ერთ-ერთ მომენტში ოქრიაშვილი ორ ფეხბურთელს გასცდა ულამაზესი დრიბლინგით და შემდეგ პასი თანაგუნდელს გადააწოდა.

აღსანიშნავია, რომ 88-ე წუთზე ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 16 /
100 %
ვალერი-ს
14 მარტი 2017 11:49
0
ღირს ამ მომენტზე ყურადღების გამახვილება?ასეთი დრიბლინგი ნებისმიერი დონის ფეხბურთელისთვის ჩვეულებრივი ფინტია. სხვა თემას ვერ პოულობთ გამოსაქვეყნებლად? სირცხვილია, ეს ძველი ქართველი ფეხბურთელების,-რომლებიც მინდორს ხაზავდნენ,-შეურაცხყოფის ტოლფასია, რა იაფფასიან რეკლამას აკეთებთ?!
DEVI
14 მარტი 2017 11:49
0
ვალერი - ხელფასი რომ უათმაგდებათ რაც მოსდით იმას ცენზურის გამო აქ ვერ დაწერ და ალბათ იმიტომაც არ წერენ :)
დინამო
14 მარტი 2017 11:42
0
15 წუთი კარგად თამაში სტაბილურად შეუძლია
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
14 მარტი 2017 11:31
0
საღოლ....კაი ხააარ!კაი მომავალი შენ!
chumburaa
14 მარტი 2017 11:31
0
სულ ერთი და იგივე შეცდომა ქართველი ჟურნალისტების,დრიბლინგი,შეყვარებულს საჩუქარი გაუკეთა,როგორ მიესალმა ქსელში ვიღაცას,როგორი მანქანა იყიდა,მეტი არაფერი არ იწერება ფეხბურთელზე:))) ჰოდა შესაბამის ფეხბურთსაც თამაშობენ.უკვე ყველა ჩვენი "ვარსკვლავი"ზრდასრულია,მაგრამ ვერცერთმა დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა,იქნებ ამაზე კითხოთ და დაწეროთ,რა ემართებათ ხელფასი რომ უატმაგდებათ მერე?
ვალერი
14 მარტი 2017 11:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული