- [ლეგიონი] თორნიკე ოქრიაშვილის მოგება საბა კვირკველიასთან და ტრავმა
შეგახსენებთ, რომ 13 მარტს გამართულ "ლოკომოტივი"-"კრასნოდარის" (1:2) შეხვედრაში თორნიკე თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო, ერთ ეპიზოდში ცრუმოძრაობით ორი მოსკოველი ფეხბურთელი ჩამოიშორა გზიდან, მოგვიანებით კი ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.
საიტმა Lenta.ru-მ თორნიკეს ეპიზოდები საფეხბურთო უიქენდის ყველაზე კაშკაშა მომენტების კრებულში შეიყვანა.
ტურის დრიბლინგი
ქართველი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა, რომელმაც მატჩის ბოლო ნაწილი თავისი არასტანდარტული მოქმედებებით დაამშვენა. ტურის ეშმაკობა
რამდენიმე წუთის შემდეგ ოქრიაშვილმა გვანახა, რომ არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ საკმაოდ ცბიერი მოთამაშეცაა. ნახევარმცველმა მოედნის ცენტრში ბურთისთვის ბრძოლა მოიგო, მაგრამ შემდეგ ფეხში ტკივილი იგრძნო და გაჩერდა. იმისთვის, რომ "ლოკომოტივს" შეტევა სწრაფად არ გაეგრძელებინა, ქართველმა ბურთს ხელი სტაცა და გაზონზე გაწვა.
საბოლოოდ ოქრიაშვილი მოედნიდან გაიყვანეს, თავისი ნამოქმედარის გამო კი ყვითელი ბარათიც არ დასჯილა. ნახევარმცველი მზად იყო, მტკივანი ფეხით დაბრუნებულიყო თამაშში, თუმცა "კრასნოდარის" სამედიცინო შტაბმა მას ამის ნება არ დართო.