თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, "ომონია" ჩაიბაროს

AutoSharing Option
კვიპროსული მედიის მტკიცებით, თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, "ომონია" ჩაიბაროს. როგორც კუნძულზე წერენ, კვიპროსული კლუბის პრეზიდენტი ანტონიოს ციონისი უკვე ესაუბრა ქართველ სპეციალისტს და ქეცბაია არ არის წინააღმდეგი, დაუბრუნდეს საფეხბურთო საქმიანობას.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის ქეცბაია მას მერე უმუშევარია, რაც ოქტომბერში ათენის აეკ-ის ხელმძღვანელობამ მასთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა.

"ომონია" 54 ქულით მე-4 ადგილზეა ჩემპიონატში. გუნდის თავკაცი ჯონ კარვერი ერთი თვის წინათ გაათავისუფლეს, გუნდს დროებით აკის ლოაკიმი წვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 5 /
midi temo miateki kviproshi, sxvagan ar gamogdis xom xedav)))
temo
18:42 22-03-2017
0
იშვიათი მძიმე ხასიათი აქვს,ადამიანებდთან ურთიერთობა უჭირს,ამიტომ ჯობია სხვა საქმეს მოკიდოს ხელი.
ჩემი აზრი
20:18 22-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული